მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რიყის დოქები" 50%–იანი ფასდაკლებითაც ვერ გაიყიდა – აუქციონი მეოთხედ ჩაიშალა

60a272791fa70
ინგა მურუსიძე
17.05.21 18:17
6573
„რიყის დოქები“ უკვე მეოთხედ, 47.5 მლნ ლარადაც ვერ გაიყიდა. აუქციონი დღეს კიდევ ერთხელ ჩაიშალა.

საუბარია 14 591.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობაზე, რომლის ღირებულებაც საწყის აუქციონთან შედარებით განახევრებულია. 

ეს "რიყის დოქების" პრივატიზებისთვის გამოცხადებული უკვე მეოთხე აუქციონი იყო. პირველი აუქციონი 2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა, მაშინ ობიექტის ღირებულება 95 მილიონ ლარს შეადგენდა. აუქციონის ჩაშლიდან 1 წელში მთავრობამ ობიექტი 23.75 მილიონით უფრო იაფად გამოიტანა გასაყიდად, თუმცა ინვესტორთა ინტერესი ობიექტს არ მიუღია. მესამედ კი ეს ობიექტი საპრივატიზაციოდ პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში კვლავ 71.2 მლნ-ად გამოვიდა, ამჯერადაც უშედეგოდ.

ამის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „რიყის დოქების“ საბაზრო ღირებულება განისაზღვრება:„რიყის დოქებიც არ დარჩება გაუსხვისებელი“, - თქვა მინისტრმა.

პირობიანი აუქციონის მიხედვით, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარეობს, შესაბამისად, ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს.

ამასთან, კერძო პირმა, ვინც საპრივატიზაციო ობიექტს შეიძენს, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), საგამოფენო სივრცე(ებ)/დარბაზ(ებ)) ან/და სასტუმრო) უნდა შექმნას და შესაბამისი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება და კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება უნდა უზრუნველყოს, რაზეც არანაკლებ 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.