მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პირველი შემთხვევაა, როცა ვინმეს ჩვენი აშენებული შენობის დანგრევა სურს" - რიყის დოქების პროექტის ავტორი, იტალიელი არქიტექტორი

სს

"პირველი შემთხვევაა, როცა ვინმეს ჩვენი აშენებული შენობის დანგრევა სურს", - ამის შესახებ „პირველებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში რიყის დოქების პროექტის ავტორი, მსოფლიოში ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასი აცხადებს.

მასიმილიანო და დორიანა ფუქსასები აცხადებენ, რომ რიყის დოქების გადასარჩენად თბილისის მერიას არაერთი წერილი გაუგზავნეს, თუმცა არცერთზე პასუხი არ მიუღიათ.

მათი თქმით, ქართულ მხარეს უფასო დახმარებას სთავაზობდნენ, რათა ნაგებობისთვის ახალი ფუნქცია მოეძებნათ და მისი დემონტაჟი თავიდან აეცილებინათ.

მანამდე კი კახა კალაძე ამტკიცებდა, რომ მერიას არქიტექტორებისგან მსგავსი წერილი საერთოდ არ მიუღია. თუმცა „პირველების“ მიერ მოპოვებული მასალები საპირისპიროს აჩვენებს. მიუხედავად ავტორების ინიციატივისა, "ოცნების" გუნდმა თანამშრომლობაზე უარი თქვა და პასუხისმგებლობა კერძო მესაკუთრეს გადააბარა. კალაძის თქმით, სწორედ მესაკუთრემ მიმართა მერიას შენობის დემონტაჟის მოთხოვნით.

არქიტექტორები ამბობენ, რომ მილიონობით ევროს ღირებულების უნიკალური ნაგებობის განადგურება დიდი დანაკარგი იქნება.

"აქ ორი შესაძლებლობაა, ან მათ რაღაც პრობლემები აქვთ ყოფილ მინისტრებთან თუ პრემიერ-მინისტრებთან ან მეორე, - პროექტი იმიტომ არ მოსწონთ რომ ვიღაცას იქ უძრავი ქონების განვითარება, დეველოპმენტი ან მსგავსი რამ სურს. თუმცა ამ საქმეში ჩვენი როლი ნულია. შეგიძლია ნებისმიერი აშენებული ნაგებობა გამოიყენო იმისთვის, რისთვისაც გსურს, თუმცა ამისთვის ფანტაზია უნდა გქონდეს. თუ შენ სხვა პრობლემა გაქვს, მაგალითად, გეზიზღება ყოფილი პრეზიდენტი, ეს ჩვენი მხარე არ არის, ეს თქვენი შიდა საქმეა. ჩვენ ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, როცა ვინმეს ჩვენი აშენებული შენობის დანგრევა სურს, იმიტომ რომ პოლიტიკოსები ამბობენ რომ ის უშნოა - ისინი მხოლოდ პოლიტიკოსები კი არა ხელოვნების კრიტიკოსებიც ყოფილან. ამას ვუღებთ, ყველაფერი ხდება, მაგრამ თუ დანგრევა გინდათ შეგიძლიათ დაანგრიოთ, მაგრამ უცნაურია, აშენებ - ხარჯავ ფულს, ანგრევ, ისევ ფულს ხარჯავ და მერე ისევ აშენებ, ისევ ფულს ხარჯავ. რას აკეთებთ, რა გინდათ?! ეს არის საზოგადოებრივი შენობა კულტურული ნაგებობა, მის ნაცვლად რის გაკეთებას აპირებთ", - განაცხადა მასიმილიანო ფუქსასმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები