მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული ვაქცინა არ უნდა შემოვიტანოთ" - აკაკი ზოიძე

60239c714593e
ინგა მურუსიძე
10.02.21 21:20
928
რუსული ვაქცინა არ უნდა შემოვიტანოთ - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა, აკაკი ზოიძემ BMG-ს გადაცემა ForbesTalks-ის ეთერში განაცხადა.

მან მსოფლიოში არსებული ვაქცინების შესახებ ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსულ ვაქცინას პოლიტიკური, მამულიშვილური მოსაზრებების გამო ვერ შემოვიტანთ და არც უნდა შემოვიტანოთ.

„რუსული ვაქცინა 100%-იანი ეფექტიანობისაც რომ აღმოჩნდეს, ამას რუსეთი მხოლოდ პროპაგანდისთვის გამოიყენებს და იტყვის, როცა დასჭირდათ მუხლებზე მოხოხდნენ ქართველები, ისევ ჩვენით არსებობენო და ა.შ. ჩემთვის სრულიად არ არსებობს რუსული ვაქცინა ამ კუთხით“, - დასძინა აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, ჯანდაცვის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ვაქცინების ხელმისაწვდომობისთვის „მესამე მსოფლიო ომი“ მიმდინარეობს და ეს პროცესი გაგრძელდება. „ბაიდენის ადმინისტრაცია პროცესში ჩაერთო და გადაწყვიტეს კოვაქსის პლატფორმას მხარი დაუჭირონ, გადაწყვიტეს, რომ იზრუნონ „დაჩაგრულ“ ქვეყნებზე, მინდა ვთქვა, რომ შემდეგი 3 თვე იქნება დეფიციტი. გარანტირებული გვაქვს „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების 200 ათასი დოზა, რაც 100 ათას ადამიანს ეყოფა, ან ნაკლებს. რეალური 6 თვე გარანტია მხოლოდ ამაზე გვაქვს, თუმცა ფაქტი ის არის, რომ რაიმე სხვა ალტერნატიული რეალისტური შანსი არ გვაქვს“, - განმარტა ზოიძემ.

ჯანდაცვის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ რეალურად საქართველოს ვაქცინის მიღების რამდენიმე შანსი აქვს და მათ შორის არის ევროკავშირის ორმხრივი ხელშეკრულებები კომპანიებთან და აშშ-ი, რომელსაც სავარაუდოდ რამდენიმე თვეში თავისი ვაქცინა ექნება და უკვე შესყიდულ-გამოთავისუფლებული ვაქცინები შესაძლოა, საქართველოსთვის ახალი არხი იყოს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან ისაუბრა, ჩინური ვაქცინაა. აკაკი ზოიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება „სინოფარმის“ ვაქცინა ლიცენზირებული იყოს, საქართველოში იმდენად დაზიანდა მისი რეპუტაცია, რომ ქვეყანაში მისი შემოტანა გაჭირდება.

„ზღაპრებს გვიყვებიან კერძო წყაროებთან მოლაპარაკებებზე, ეს 3 თვე არ მოხდება, თუმცა შემდეგ შეიძლება წყაროებიც გაიხსნას“, - დასძინა მან.