ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საარჩევნო უბანზე ისეთი ზომებია მიღებული, რომ იქ დაინფიცირების რისკი არ არის. ამის შესახებ მან პრემიერსა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩევნების როგორც ინფექციის გავრცელების რისკის რისკს შეეხებოდა.
„ის რეგულაციები, რომელიც რბილია და სულ არ არის დრაკონული, ყველამ უნდა აღასრულოს და მით უმეტეს საარჩევნო პერიოდში. თვითონ არჩევნები კი არ ქმნის რისკს, რადგან იქ ისეა დალაგებული ყველაფერი - პრევენციის ყველა პირობის დაცვისთვის საარჩევნო უბნებსა და ყუთებზე ისეთი ზომებია მიღებული, რომ იქ არავინ დაინფიცირდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი საარჩევნო კამპანიების წარმოებისას უფრო მაღალია, თუმცა სახელმწიფოს ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აქვს აღებული.
„არჩევნები, რა თქმა უნდა, ზრდის რისკს ერთი მიზეზის გამო, რომ საარჩევნო კამპანია არის აქტიურ სტადიაში და ის მოიცავს ხალხმრავალი შეკრებების საჭიროებას. ამის მაგალითი გვქონდა რამდენიმე დღის წინ ბათუმში, სადაც ხალხმრავალი შეკრება გაიმართა ისე, რომ არ იყო მიღებული ელემენტარული ზომები; რა იქნებოდა რომ ზუსტად ისეთი შეკრება გამართულიყო ოღონდ, ყველას ჰქონოდა ნიღაბი. საარჩევნო კამპანიის პერიოდი შეიცავს რისკებს, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებთ. და სახელმწიფო როდესაც უარს ამბობს შეზღუდვებზე და იღებს გაზრდილი რაოდენობის მართვის პასუხისმგებლობას, ის აქ გულისხმობს იმ რისკებსაც, რომელსაც საარჩევნო კამპანია შეიცავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?