მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველადი შედეგებით თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეპ თაიფ ერდოღანი ლიდერობს

64610e7b0099e
BM.GE
14.05.23 20:35
1093
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარმა შედეგებით რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 53.62%-ი მიიღო, ხოლო მის მთავარ კონკურენტ ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმათა 40.42% დააგროვა. აღნიშნულ შედეგები დათვლილი უბნების 30.15%-ს ეყრდნობა.

Reuters-ი წერს, რომ კანდიდატებს შორის სხვაობა საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვებით სრულიად სხვა იყო და ბევრად უფრო მცირე სხვაობას აჩვენებდა. აღსანიშნია, ისიც რომ მთავარი კონკურენტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობებს შორის სხვაობა პირველადი შედეგების გამოქვეყნების დაწყებისას უფრო მეტი იყო. 

როგორც HaberTurk-ი და ასევე, სხვა თურქული მედიები წერენ, რომ პრემიერობის მესამე კანდიდატმა სინან ოგანმა წინასწარი მონაცემებით ხმათა 5.40% დააგროვა.

ცნობისთვის, თუ პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი აბსოლუტური უმრავლესობის ხმებს ვერ მოაგროვებს 28 მაისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები