მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყება

647367c76c29e
ალა ისპირიანი
28.05.23 18:35
927
თურქეთში საარჩევნო უბნები დაიხურა. თურქეთის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის მოუწიათ.

უბნების დახურვის შემდეგ ხმების დათვლის პოცესი დაიწყება, შემდეგ კი წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი, რომლის ნახვაც ამ გვერდზე იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ: თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა, რა დროსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი ხმების 44,88 პროცენტი.

ნაციონალისტმა კანდიდატმა, სინან ოგანმა პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა და ხმების 5.17 პროცენტი მიიღო. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უჭერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები