მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთში აზერბაიჯანის ელექტროენერგიის ტრანზიტი 36%-ით შემცირდა

ელექტროენერგია

2025 წელს აზერბაიჯანმა თურქეთის მიმართულებით 36%-ით ნაკლები ელექტროენერგია გაიტანა, რამაც საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტი შეამცირა.

სემეკის ინფორმაციით, 2025 წელს ჯამში 870 მლნ კვტ.სთ დენის ტრანზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 19%-ით ნაკლებია. აქედან 646 მლნ კვტ.სთ აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 36%-ით ნაკლებია.

179 მლნ კვტ.სთ რუსეთმა თურქეთის მიმართულებით გაატარა, რაც წლიურად 200%-იანი ზრდაა, ხოლო 45 მლნ კვტ.სთ დენის ტრანზიტი იყო სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით.

ბოლო წლებში საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტი რეკორდულად იზრდებოდა, თუმცა შარშან 870 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა.

ბოლო ხუთ წელში დენის ტრანზიტი:

  • 2025 წელი - 870 მლნ კვტ.სთ;
  • 2024 წელი - 1 074 მლნ კვტ.სთ;
  • 2023 წელი - 3 444 მლნ კვტ.სთ;
  • 2022 წელი - 3 160 მლნ კვტ.სთ;
  • 2021 წელი - 1 184 მლნ კვტ.სთ;

ტრანზიტის რეკორდული მოცულობა თურქეთში ელექტროენერგიაზე გაზრდილ ფასს უკავშირდებოდა, თუმცა 2024 წლიდან ფასი დასტაბილურდა და შესაბამისად იკლო ტრანზიტის მოცულობამაც. საქართველოს გადამცემ ხაზებს დენის თურქეთში ექსპორტისთვის ძირითადად თურქეთი იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები