მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი/დაბალი რეფინანსირების განაკვეთი და სად არის საქართველო

დეპოზიტები

ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ისინი ინფლაციის მართვას ცდილობენ. როგორც წესი, მაღალი ინფლაციის პირობებში განაკვეთი იზრდება, რათა სესხებზე მოთხოვნა და ეკონომიკაში ფასებზე ზეწოლა შემცირდეს. 2026 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი განაკვეთი ვენესუელაშია — 59.04%, შემდეგ მოდის თურქეთი — 37% და ზიმბაბვე — 30%.

ვენესუელაში, სადაც განაკვეთი 59.04%-ია, წლიურმა ინფლაციამ ივლისში დაახლოებით 576% შეადგინა. ქვეყანაში მაღალი ინფლაცია ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისის ფონზეა შენარჩუნებული. მეორე ადგილზე მყოფ თურქეთში ცენტრალური ბანკის განაკვეთი 37%-ს შეადგენს, ხოლო წლიური ინფლაცია ივლისში 31.75% იყო. ცენტრალური ბანკი განაკვეთს მკაცრ დონეზე ინარჩუნებს ინფლაციის შემცირების მიზნით. ზიმბაბვეში, რომელიც 30%-იანი განაკვეთით მესამე ადგილზეა, ვითარება განსხვავებულია — აგვისტოში ინფლაცია ადგილობრივ ZiG ვალუტაში 2.89% იყო. შესაბამისად, მიმდინარე ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ მაღალია.

საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ს შეადგენს, რითაც მსოფლიოში 44-ე ადგილს იკავებს. ამასთან, გასულ თვეში ინფლაცია 5.6%-ს შეადგენდა, რაც სებ-ის სამიზნე 3%-ს აჭარბებს. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი განაკვეთი თურქეთს აქვს — 37%, შემდეგ რუსეთს — 14%, ხოლო აზერბაიჯანსა და სომხეთს — 6.5%-6.5%. ინფლაცია თურქეთში 31.5%-ს, რუსეთში დაახლოებით 6%-ს, აზერბაიჯანში 5.8%-ს, სომხეთში კი 4.4%-ს შეადგენს.

2026 წლის მდგომარეობით მსოფლიოს ცენტრალური ბანკების განაკვეთები ასე ნაწილდება:

# ქვეყანა ცენტრალური ბანკის განაკვეთი განახლების თარიღი
1 ვენესუელა 59.04% ივლის/26
2 თურქეთი 37.00% აგვ/26
3 ზიმბაბვე 30.00% აგვ/26
4 არგენტინა 29.00% აგვ/26
5 ნიგერია 26.50% აგვ/26
6 ლიბანი 25.00% ივნ/26
7 მალავი 24.00% აგვ/26
8 ირანი 23.00% აგვ/26
9 ეგვიპტე 19.00% აგვ/26
10 სიერა-ლეონე 17.00% აგვ/26
11 ჰაიტი 17.00% აგვ/26
12 ყაზახეთი 16.75% ივლის/26
13 ლიბერია 16.00% აგვ/26
14 ეთიოპია 16.00% აგვ/26
15 ანგოლა 15.75% აგვ/26
16 უკრაინა 15.50% აგვ/26
17 უზბეკეთი 14.00% აგვ/26
18 რუსეთი 14.00% ივლის/26
19 განა 14.00% აგვ/26
20 გამბია 14.00% აგვ/26
21 ბრაზილია 14.00% აგვ/26
22 ზამბია 13.25% აგვ/26
23 სამხრეთ სუდანი 13.00% ივლის/26
24 მადაგასკარი 12.50% აგვ/26
25 კონგო 12.50% აგვ/26
26 მონღოლეთი 12.00% ივლის/26
27 ყირგიზეთი 12.00% აგვ/26
28 კოლუმბია 12.00% აგვ/26
29 პაკისტანი 11.50% აგვ/26
30 სურინამი 10.00% აგვ/26
31 სან-ტომე და პრინსიპი 10.00% აგვ/26
32 ბურუნდი 10.00% აგვ/26
33 უგანდა 9.75% აგვ/26
34 გვინეა 9.50% აგვ/26
35 ბანგლადეში 9.50% აგვ/26
36 მოზამბიკი 9.25% აგვ/26
37 ბელარუსი 9.25% აგვ/26
38 მიანმარი 9.00% აგვ/26
39 შრი-ლანკა 8.75% ივლის/26
40 რუანდა 8.75% აგვ/26
41 კენია 8.75% აგვ/26
42 საქართველო 8.25% ივლის/26
43 ისლანდია 8.00% აგვ/26
44 მოლდოვა 7.50% აგვ/26
45 ბოლივია 7.07% ივლის/26
46 ტუნისი 7.00% აგვ/26
47 ტაჯიკეთი 7.00% აგვ/26
48 სამხრეთ აფრიკა 7.00% აგვ/26
49 მალდივები 7.00% აგვ/26
50 ლაოსი 7.00% აგვ/26
51 ეკვადორი 6.91% სექ/26
52 სვაზილენდი 6.75% აგვ/26
53 ნამიბია 6.75% აგვ/26
54 ლესოტო 6.75% აგვ/26
55 რუმინეთი 6.50% სექ/26
56 მექსიკა 6.50% აგვ/26
57 აზერბაიჯანი 6.50% ივლის/26
58 სომხეთი 6.50% აგვ/26
59 ტანზანია 6.25% აგვ/26
60 მავრიტანია 6.00% აგვ/26
61 ურუგვაი 5.75% სექ/26
62 სერბეთი 5.75% აგვ/26
63 ნიკარაგუა 5.75% აგვ/26
64 ნეპალი 5.75% აგვ/26
65 ჟორდანია 5.75% ივლის/26
66 ინდონეზია 5.75% აგვ/26
67 ჰონდურასი 5.75% აგვ/26
68 პარაგვაი 5.50% აგვ/26
69 იამაიკა 5.50% აგვ/26
70 ერაყი 5.50% აგვ/26
71 უნგრეთი 5.50% აგვ/26
72 ბრუნეი 5.50% აგვ/26
73 ბოტსვანა 5.50% აგვ/26
74 ბუტანი 5.37% აგვ/26
75 ინდოეთი 5.25% აგვ/26
76 დომინიკის რესპუბლიკა 5.25% აგვ/26
77 ტოგო 5.00% აგვ/26
78 სენეგალი 5.00% აგვ/26
79 ფილიპინები 5.00% აგვ/26
80 პაპუა-ახალი გვინეა 5.00% აგვ/26
81 ნიგერი 5.00% აგვ/26
82 მალი 5.00% აგვ/26
83 კოტ დ'იუვარი 5.00% აგვ/26
84 გაიანა 5.00% აგვ/26
85 გვინეა ბისაუ 5.00% აგვ/26
86 ბურკინა ფასო 5.00% აგვ/26
87 ბენინი 5.00% აგვ/26
88 მავრიკი 4.75% სექ/26
89 ელ სალვადორი 4.69% ივლის/26
90 ვიეტნამი 4.50% აგვ/26
91 კონგოს რესპუბლიკა 4.50% აგვ/26
92 გაბონი 4.50% აგვ/26
93 ეკვატორული გვინეა 4.50% აგვ/26
94 ჩილე 4.50% აგვ/26
95 ჩადი 4.50% აგვ/26
96 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 4.50% აგვ/26
97 კამერუნი 4.50% აგვ/26
98 ბაჰრეინი 4.50% ივლის/26
99 ყატარი 4.35% ივლის/26
100 ავსტრალია 4.35% აგვ/26
101 საუდის არაბეთი 4.25% აგვ/26
102 პერუს 4.25% აგვ/26
103 ომანი 4.25% აგვ/26
104 ნორვეგია 4.25% აგვ/26
105 მაკედონია 4.25% აგვ/26
106 ბოსნია და ჰერცეგოვინა 4.06% ივლის/26
107 მაკაო 4.00% ივნ/26
108 ჰონგ კონგი 4.00% ივლის/26
109 ბაჰამის კუნძულები 4.00% ივლის/26
110 შეერთებული შტატები 3.75% აგვ/26
111 გაერთიანებული სამეფო 3.75% ივლის/26
112 პოლონეთი 3.75% აგვ/26
113 ჩეხური რესპუბლიკა 3.75% აგვ/26
114 არაბთა გაერთიანებული საამიროები 3.65% ივლის/26
115 ტრინიდადი და ტობაგო 3.50% აგვ/26
116 ქუვეითი 3.50% აგვ/26
117 გვატემალა 3.50% აგვ/26
118 ისრაელი 3.25% აგვ/26
119 სამხრეთ კორეა 3.00% აგვ/26
120 ლიბია 3.00% აგვ/26
121 კოსტა რიკა 3.00% აგვ/26
122 ჩინეთი 3.00% აგვ/26
123 ახალი ზელანდია 2.75% სექ/26
124 ახალი კალედონია 2.75% აგვ/26
125 მალაიზია 2.75% სექ/26
126 კაბო-ვერდე 2.50% აგვ/26
127 ალჟირი 2.50% აგვ/26
128 ალბანეთი 2.50% აგვ/26
129 ევროზონა 2.40% აგვ/26
130 მაროკო 2.25% აგვ/26
131 კუბა 2.25% აგვ/26
132 კანადა 2.25% სექ/26
133 ბელიზი 2.25% აგვ/26
134 ტაივანი 2.00% აგვ/26
135 ბარბადოსი 2.00% აგვ/26
136 დანია 1.85% აგვ/26
137 შვედეთი 1.75% აგვ/26
138 სეიშელის კუნძულები 1.75% სექ/26
139 სინგაპური 1.26% სექ/26
140 ტაილანდი 1.00% აგვ/26
141 იაპონია 1.00% ივლის/26
142 კამბოჯა 0.46% აპრ/26
143 ფიჯი 0.25% აგვ/26
144 შვეიცარია 0.00% აგვ/26

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები