თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის კრიმინალთან ერთობლივი ბრძოლის სამმხრივი ფორმატის შექმნა იგეგმება. როგორც ირკვევა, შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუსტაფა ჩიფთჩიმ გაუზიარა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამმხრივი ფორმატის შექმნის ინიციატივა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში გამართული მოლაპარაკებებისას წამოაყენა. მუსტაფა ჩიფთჩის განმარტებით, უწყებები ახალი მექანიზმის პრაქტიკულ ამოქმედებას უახლოეს დღეებში გეგმავენ. ეს ინიციატივა კი მიზნად სამ მეზობელ სახელმწიფოს შორის კრიმინალის წინააღმდეგ კოორდინირებულ თანამშრომლობას ისახავს. სამმხრივი დიალოგის ფარგლებში მხარეები დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხებს რეგულარულად განიხილავენ.
ცნობისთვის, მუსტაფა ჩიფთჩი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ცოტა ხნის წინ ეწვია. თბილისში გამართული შეხვედრისას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის საკითხები განიხილა.
























