მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის CASCA+-ის განვითარების შესახებ ექვსმხრივი შეთანხმება გაფორმდა

Casca+

აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, საქართველოს და თურქეთის რკინიგზის ადმინისტრაციებმა საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის, CASCA+-ის, შემდგომი განვითარების შესახებ ექვსმხრივ ოქმს მოაწერეს ხელი.

როგორც Report-ი უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, დოკუმენტს ხელი ექვსი ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ მოეწერა, რომელიც 7-8 ოქტომბერს ტაშკენტში გაიმართა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს მარშრუტზე ტვირთნაკადის გაზრდა, სამაცივრე კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვისთვის კონკურენტუნარიანი ტარიფების დანერგვა, მთელ მარშრუტზე პლატფორმების რეგულარული მიწოდების უზრუნველყოფა და პორტებში კონტეინერების მოცდენის დროის შემცირება.

ოქმი ამყარებს მიღწეულ შეთანხმებებს და განსაზღვრავს შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები