მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეექსპორტში კლებაა - რომელ ქვეყნებში იყიდება საქართველოდან ავტომობილები

მანქანები ავტომობილი ავტოექსპორტი

საქართველოდან ავტოექსპორტი მცირდება - 2026 წლის 9 თვეში უცხოეთში სულ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 63,141 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის შემცირებული.

ავტოექსპორტის კლება დაკავშირებულია უმსხვილეს ბაზრებზე - ყირგიზეთში; ყაზახეთში; აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში ავტომობილების ექსპორტის შემცირებასთან. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოდან ყირგიზეთში ავტოექსპორტის ბუმი აღინიშნებოდა. ეს ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ყირგიზეთი არ არის მიერთებული რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან, შესაბამისად, ყირგიზი ავტოდილერები არ არიან შეზღუდული შესყიდული ავტომობილები რუსეთში გაყიდონ, თუმცა 2026 წლიდან ამ მიმართულებით კლება აღინიშნება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ავტოექსპორტის ტოპ ათეულში მოხვდა ირანი, სადაც 130 მილიონი დოლარის ღირებულების 7,380 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,600%-ით მეტია. ამასთან, გაიზარდა ავტოექსპორტი სომხეთსა და თურქმენეთში.

# ქვეყანა მლნ დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთის საშუალო ფასი - ათასი დოლარი ექსპორტის ზრდა/კლება წინა წელთან
1 ყირგიზეთი $620 მილიონი; 16,473 37.6 -39%
2 ყაზახეთი $332 მილიონი; 21,036 15.8 -41%
3 აზერბაიჯანი $150 მილიონი; 4,336 34.5 -12%
4 ირანი $130 მილიონი; 7,380 17.6 18593%
5 ტაჯიკეთი $83 მილიონი; 4,582 18.1 -6%
6 სომხეთი $67 მილიონი; 2,429 27.5 58%
7 უზბეკეთი $44 მილიონი; 1,706 25.7 -15%
8 ერაყი $25 მილიონი; 1,233 19.9 21197%
9 თურქმენეთი $24 მილიონი; 1,542 15.5 25%
10 საუდის არაბეთი $13 მილიონი. 56 225.6 წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საუდის არაბეთში ავტოექსპორტი არ მომხდარა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები