მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საერთაშორისო დონეზე ანაკლიის პროექტის ლობირებას ვცდილობდი, რათა ის ბოლომდე გაგვეთრია" - გახარია

60bfbc0fc5d3e
თამთა ჯიჯავაძე
08.06.21 22:45
1946
რაც არ უნდა ილაპარაკოს [მამუკა] ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში, სახელმწიფო 100%-ით მართალია ბიზნესჯგუფის წინაშე, ამიტომ ვიღაცების ზეწოლასა და კორუფციაზე საუბრის ნაცვლად, ჩვენი ვალდებულებების შესრულება უნდა ვისწავლოთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტს პოლიტიკურად იყენებს, რაც ექსპრემიერის თქმით, არ არის სწორი.

„დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა ხაზარაძემ სტრატეგიული მნიშვნელობის პორტის პროექტი გააფუჭა რაღაცა დროით, მადლობა ღმერთს რომ არა სამუდამოდ“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ის ცდილობდა საერთაშორისო დონეზე, ყველა შეხვედრაზე ამ პროექტის ლობირებას.

„მე პირადად ვცდილობდი საერთაშორისო დონეზე, რომ როგორმე ამ პროექტის ლობირება გაგვეკეთებინა და ბოლომდე გაგვეთრია, იმიტომ რომ ვიცოდით რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის განმახორციელებელ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება საქართველოს მთავრობა 2020 წლის დასაწყიში გაწყვიტა. ოფიციალური მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო. ამის გამო ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.