მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია" - გიორგი მინდიაშვილი „ევექსის“ კლინიკებში არსებულ მდგომარეობაზე

61e6f8fb4258f
BM.GE
18.01.22 22:00
920
„ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის გიორგი მინდიაშვილის განცხადებით, კლინიკებში დატვირთულობა 70%-ს შეადგენს, თუმცა სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია. როგორც მან გადაცემა Forbes Health-ში განაცხადა, ჰოსპიტალიზაციის ძირითადი შემთხვევების შემცირება, აცრილი და ვირუსგადატანილი მოქალაქეების დამსახურებაა.

„ფაქტობრივად ორი წელია სამედიცინო პერსონალს არ დაუსვენია. კლინიკების დღევანდელი 70%-იანი დატვირთვა ერთი წლის წინანდელ 100%-იან დატვირთვას შეიძლება უდრიდეს ეფექტიანობის ნაწილში. აქვე უნდა ითქვას, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები შემცირებულია და ეს ძირითადად ვაქცინაციის და ვირუსგადატანილი პაციენტების იმუნიტეტის დამსახურებაა.

გასათვალისწინებელია, რომ "ომიკრონს"  სწრაფი გავრცელება ახასიათებს. დღეს როგორც ვიცით, ომიკრონი და დელტა შტამი 50/50-ზეა. ომიკრონი რამდენიმე კვირაში გახდება დომინანტი და არსებული რიცხვებით არსებობს შანსი, რომ დღეში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 10-15 ათასამდე გაიზარდოს. შედეგად, შესაძლოა მივიღოთ ის სურათი, რაც მეორე და მესამე ტალღის დროს იყო. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებული ვართ", - განაცხადა „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 7 521 შემთხვევა დადასტურდა.