მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამინისტრო ცვლილებებს იღებს 1%-იანი მაჩვენებლის საფუძველზე და ეს სწორია? - ჩუხრუკიძე გაბუნიას

5ef44becd54f5
ინგა მურუსიძე
25.06.20 11:28
982
ჯანდაცვის სამინისტრო ცვლილებებს იღებს 1%-იანი მაჩვენებლის საფუძველზე და ეს სწორია? - ამ შეკითხვით მიმართა „კარდიოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარემ“, არჩილ ჩუხრუკიძემ ჯანდაცვის მიისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას სამედიცინო სფეროს რეგულირების საკითხის განხილვისას.

სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.

„როცა საუბარია რაღაცის შეცვლაზე, ამას ყოველთვის უნდა უძღოდეს წინ სტატისტიკური დასაბუთება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში არის მინიშნება, რომ 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე სასამართლოში შესრული შემთხვევების სიხშირეა 147 თუ 148. დამერწმუნეთ, ეს არის საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სერვისების 1 %. ანუ, გამოდის, რომ ჩვენ რაღაც ცვლილებას განვიხილავთ 1%-იანი ცვლილების საფუძველზე და რამდენად სწორია ეს? მე ვარ ექსპერტი, ვწერ დასკვნებს იმაზე, თუ როგორ ჩატარდა მკურნალობა და ეს ექვემდებარება დოკუმენტებს“, - მიმართა ჩუხრუკიძემ გაბუნიას.