მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი გრძელდება" - გზების დეპარტამენტის პირობა კონტრაქტორებს

5e9430b922c31
ინგა მურუსიძე
13.04.20 13:41
776
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტებზე, კორონა ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი გრძელდება.

როგორც bm.ge-ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, უწყების ხელმძღვანელები, მონიტორინგის მიზნით, ხაშურის შემოვლითი გზის და რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების დაცვის პროცესს გაეცნენ.

მათივე ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ, მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება და მონიტორინგი უტარდება სამშენებლო ობიექტებს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ადგილებზე დაცული კორონა ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.

„სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში ყველა ის კომპანია, რომელიც სრულად გაითვალისწინებს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.