მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპონერიამ" პირველი მაღაზია გახსნა – მომხმარებელს შეუძლია საპნის დამზადების პროცესს თვალი ადევნოს

625d4f31db7a7
მარიამ იზორია
23.04.22 22:00
1925
კომპანია “საპონერიამ”, რომელიც ხელნაკეთ საპნებსა და სპა საშუალებებს აწარმოებს, ვაკეში არაყიშვილის ქუჩაზე გაყიდვების პირველი  ობიექტი გახსნა.

როგორც “საპონერიას” დამფუძნებელმა ანი კაჭკაჭიშვილმა Bm.ge-სთან აღნიშნა, გაყიდვების წერტილის გარდა სივრცე საწარმოო ხაზსაც აერთიანებს, ამასთან ადგილზე მომხმარებელს საპნებისა და სხვადასხვა პროდუქტის დატესტვის შესაძლებლობაც აქვს.

მისივე თქმით, “საპონერიას” პირველ მაღაზიაში ბრენდის 50-მდე პროდუქტი იქნება წარმოდგენილი და ასორტიმენტს ახალი პროდუქცია ეტაპობრივად დაემატება.

“ჩვენი მაღაზია არაყიშვილის 8 ნომერში გაიხსნა. საწარმოც ადგილზეა და მაღაზიის ვიტრაჟში დამზადების პროცესი ჩანს. ასევე მომხმარებელს ადგილზე საპნებისა და სხვადასხვა პროდუქტის დატესტვა შეუძლია. ამ დროისთვის ადგილზე 50-მდე პროდუქტია და ეტაპობრივად სხვადასხვა სახეობა და კატეგორია დაემატება” - ამბობს “საპონერიას” დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ “საპონერიამ” პროექტ "შარქ თენქში" 80 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, ეს თანხა კი ახალი ობიექტის გახსნას მოხმარდა.