მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით „ლიბო ჯგუფმა" მზის პანელები დაამონტაჟა, წლიური გამომუშავება 400 ათასი კვტ-სთ იქნება

6476f8662c443
BM.GE
31.05.23 11:47
7216
სტატიაში საუბარია:
საქართველოში იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც მზის სადგურების დამონტანჟებას გეგმავენ, დღითიდღე იზრდება. ამაზე ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა მიუთითებს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 2022 წელს გაორმაგდა.

სტატისტიკა კვლავ მზარდია და თუ შარშან, დეკემბერში ქსელში ჩართული იყო 37 მეგავატის სიმძლავრის სადგურები, მაისის მონაცემებით, ქსელში ჩართული სადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 43 მეგავატი შეადგინა. ქსელში ჩართული 814 სადგურიდან მხოლოდ 1%-ია ქარის, დანარჩენი - მზის სადგურებია. განახლებად ენერგიებზე მზარდი მოთხოვნა სემეკის საპროგნოზო მაჩვენებელსაც აჭარბებს.

მზის სანდგურების დამონტაჟებზე ბიზნესის მზარდ მოთხოვნას საფინანსო სექტორიც შესაბამისი საბანკო პროდუქტებით პასუხობს. მათ შორისაა “საქართველოს ბანკი”, რომელმაც მზის ელექროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროდუქტი - ენერგოკრედიტი შექმნა - მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები. შედეგად კი, შეამციროს ხარჯი და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო მიიღოს.

ამ პროდუქტით უკვე ისარგებლა სადისტრიბუციო კომპანია „ლიბო ჯგუფმა“, რომელიც ეკომეგობრულ კომპანიების რიცხვს შეემატა. კომპანიამ თბილისში, ახალი სასაწყობე ფართი ააშენა, სახურავზე კი, მზის პანელები დაამონტაჟა. კომპანიის თანადამფუძნებელი გვიყვება, რომ მზის პანელები, რომელიც გარემოზე ზრუნვისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით დააყენეს, წლიურად 400 ათას კვტ-ის გამომუშავებას შეძლებს და მათი დადგმული სიმძრავრე 300 კვტ-ია. ინვესტიციის უკუგების პერიოდი კი სრული დატვირთვის შემთხვევაში ოთხ წელზე ნაკლები იქნება.

სწორედ მზის პანელების მნიშვნელობაზე, კომპანიის ახალ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ჩვენთან „ლიბო ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა, ოთარ ბადაგაძემ ისაუბრა.

- როგორც უკვე ვიცით, წელს, თბილისში, ახალი სასაწყობე ფართი ააშენეთ. რას გვეტყვის ახალ სასაწყობე ფართზე, რა ფართობზე განთავსდა, რას მოიცავს და რისთვის არის კონკრეტულად აღნიშნული საწყობი გათვლილი?

ახალი სასაწყობე ფართი განთავსებულია 6 500 კვ.მ. ფართობზე, ის გახლავთ A-კლასის საწყობი შესაბამისი ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების სისტემით, რომელიც მოიცავს 3 000 პალეტზე გათვლილ მხოლოდ შესანახ სივრცეს, დაცლა-დატვირთვის, შეფუთვის და აგროვება-მითვლის ოპერირების ზონას. მას გააჩნია ასევე ორსართულიანი სივრცე, სადაც განთავსებულია თანამშრომლებისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასადილო და საოფისე სივრცე, საწყობი ძირითადად მორგებულია სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციის დისტრიბუციის საქმიანობისთვის.


- მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სასაწყობე ფართის სახურავზე მზის სადგურების დამონტაჟება წელსვე შეძელით. გვითხარით, რა იყო მიზეზი, რის გამოც მზის პანელების დამონტაჟება გადაწყიტეთ და აქვე რომ გვითხრათ, წლიურად რამდენ კვტ.-ს გამოიმუშავებს და რამდენია მისი ინვესტიციის უკუგების პერიოდი?

ზოგადად ენერგიის ეკოლოგიურად მეგობრული გამომუშავების მეშვეობით ხარჯების ოპტიმიზაცია ყოველთვის იყო და არის ჩვენი პრიორიტეტი, შესაბამისად, ამ განწყობამ გვიბიძგა მზის პანელების პროექტის განხორციელებისკენ, რომლის დადგმული სიმძლავრე 300 კილოვატია და წლიურად 400 000 კვტ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სრული ათვისების შემთხვევაში ინვესტიციის უკუგებას მოვახდენთ 4 წელზე ნაკლებ პერიოდში.

- ზოგადად რომ გვითხრათ, რას ნიშნავს დღეს კომპანია მოიხმარდეს მზის პანელებს? რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი კომპანიისთვის და ზოგადად გარემოსთვის?

კომპანია მოიხმარდეს მზის პანელებს ნიშნავს, ზრუნავდეს გარემოზე, იყოს განახლებადი ენერგიის მხარდამჭერი, გააჩნდეს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ჰქონდეს შესანიშნავი ბიზნეს მოდელი რომელიც 4 წელზე ნაკლებ პერიოდში ახერხებს ინვესტიციის უკუგებას, რაც საკმაოდ დიდი ფუფუნება გახლავთ ბიზნესისთვის.

- 2023 წელი თქვენთვის წარმატებული აღმოჩნდა. მოგვიყევით, როგორ შეაფასებდით ამ წელში უკვე განხორციელებულ პროექტებს და “საქართველოს ბანკთან” პარტნიორობას?

2023 წლის პირველი კვარტალი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ექსპლუატაციაში 2 პროექტი ჩავუშვით (A-კლასის საწყობი და მზის პანელების სადგური). ორივე პროექტი საქართველოს ბანკის ჩართულობით განხორციელდა. მათმა სწრაფმა გადაწყვეტილებებმა და პროფესიონალიზმა განაპირობა ამ პროექტების დაგეგმილზე ადრე დასრულება და მოხმარებაში ჩაშვება.

- მოგვიყევით, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

2022 წლის დასაწყისში შეიკრა სასაწყობე მეურნეობის და ლოგისტიკური ცენტრის პროექტი საქართველოს ბანკის მონაწილეობით, რომლის მთლიანი ღირებულება 20 მილიონ ლარზე მეტია. პროექტი მოიცავს 3 ეტაპს, რომლის პირველ ეტაპზე ზემოთ ვისაუბრეთ, ხოლო მე-2 ეტაპს 1 თვეში ვიწყებთ. ის წარმოადგენს 8 500 კვ.მ. ფართობზე განლაგებულ სასაწყობე-საწარმოს თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ A-კლასის შენობას. რაც შეეხება მე-3 ეტაპს - 3 თვეში დაიწყება და 11 000 კვ.მ. ფართობზე განლაგდება. ის იქნება A-კლასის, ეკო მეგობრული შენობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების სისტემით, რათა მოერგოს უნივერსალურ მოთხოვნებს. კომპანია „ლიბო ჯგუფის“ პროექტების მხარდაჭერასთან და მზის პანელების მნიშვნელობასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით, ჩვენთან საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფოსი, ნიკოლოზ მითაიშვილი საუბრობს.

- ნიკოლოზ, რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული პროექტის მხარდაჭერა თქვენთვის და ზოგადად, სექტორისთვის? როგორ შეაფასებდით „ლიბო ჯგუფთან“ თქვენს პარტნიორობას და ერთად განხორციელებულ წარმატებულ პროექტს?

როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია. ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა სასაწყობე მეურნეობის მიმართულება. ერთი მხრივ, თბილისში საწყობის ვაკანტურობის კოეფიციენტი ძალიან დაბალია, მეორე მხრივ კი, ჩვენი რეგიონი სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ლოჯისტიკური მიზნებისთვის. „ლიბო ჯგუფის“ და საქართველოს ბანკის პარტნიორობა კომპანიის დაარსების დღიდან დაიწყო, რაც 15 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. რა თქმა უნდა აღნიშნულზე გაჩერებას არ ვაპირებთ და კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ერთად.

- რა რაოდენობის ინვესტიცია ჩაიდო პროექტში და როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს დღეს კომპანია მოიხმარდეს მზის პანელებს? რა უპირატესობა აქვთ იმ კომპანიებს, რომლებიც მზის ელექტროსადგურების მოხმარებაზე გადადიან?

აღნიშნულ პროექტში 4.5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. მზის პანელებს რაც შეეხება, ვფიქრობ, უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მწვანე რესურსები, როგორც ეკოლოგიაზე ზრუნვის თვალსაზრისით, ასევე კომპანიის მომგებიანობის
გაზრდით, კერძოდ - ხარჯების შემცირების გზით. 2021 წელს კომპანიებს საშუალოდ 70%-ით გაუძვირდათ ელექტროენერგია. ეს საკმაოდ მოულოდნელი და მტკივნეული იყო მსხვილი საწარმოებისთვის. სწორედ ამიტომ გახდა საქართველოში პოპულარული მზის პანელები. ფასის სტაბილურობა არის მთავარი მოტივატორი და უპირატესობა. მზის პანელის სასიცოცხლო ვადა 20-25 წელს შეადგენს, ხოლო უკუგების პერიოდი 4-7 წელია, რაც დამოკიდებულია გამომუშავებული ელექტროენერგიის ოპტიმალურად ათვისება/გამოყენებაზე.

- რა ხდება დღეს ბაზარზე საცალო გაყიდვებში, რამდენად მზარდია წინა წლებთან შედარებით და რა ტენდენციები და პრიორიტეტები იკვეთება რითეილის მიმართულებით?

2022 წელს, ფაქტიურად ყველა რითეილ სექტორს ორნიშნა, 20%-ზე მეტი წლიური ზრდა ჰქონდა. აღნიშნულის ძირითადი მიზეზებია: პანდემიის შემდგომ გააქტიურება, საშუალო ხელფასის ზრდა, ინფლაცია, ფასების ზრდა, ტურიზმის გააქტიურება, მიგრანტების ეფექტი, და რაც მთავარია ეკონომიკური ზრდა. სექტორების მიხედვით, რომ ჩავშალოთ, FMCG ყველაზე მეტადაა გაზრდილი, ძირითადად ფასების გამო და ასევე სხვა ზემოთ აღნიშნული ფაქტორებით. მზარდია ასევე ელექტრონიკა, ტანსაცმლის რითეილი, სამშენებლო მასალების მიმართულება და ა.შ.