საქართველოს ბანკი • 1039 სტატია
1996 წელს - საქართველოს ბანკმა შექმნა პირველი პლასტიკური ბარათი Georgian Card-ი
1998 წელს - საქართველოს ბანკმა დადგა პირველი ბანკომატი საქართველოში
2003 წელს - საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს პირველი SMS ბანკი შესთავაზა
2006 წელს - საქართველოს ბანკი პირველად გავიდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე და აქციები გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით განათავსა
2006 წელს - საქართველოს ბანკმა ქვეყნის მასშტაბით შექმნა Pay Box (თვითმომსახურების) აპარატების ქსელი
2006 წელს - საქართველოს ბანკმა შექმნა ინტერნეტბანკი - iBank
2006 წელს - საქართველოს ბანკმა შექმნა მობილბანკი - mBank
2007 წელს - საქართველოს ბანკმა გამოუშვა პირველი ქართული საკრედიტო ბარათი Orange Card-ი
2008 წელს - საქართველოს ბანკმა დააარსა ფონდი „სიცოცხლის ხე“
2012 წელს - საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგში გადავიდა და ის ამ დროისთვის პირველი იყო მთელი კავკასიის რეგიონიდან
2012 წელს - საქართველოს ბანკის აქციები შევიდა ფუტსი (FTSE) 250 ინდექსში და მოხვდა მსოფლიოს 250 უმსხვილეს და წარმატებულ კომპანიას შორის
2014 წელს - საქართველოს ბანკმა შემოიერთა ტაო პრივატ ბანკი
2017 წელს - საქართველოს ბანკმა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, 500 მილიონი ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები გამოუშვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა.
2018 წელს - საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“გაყოფის პროცესი წარმატებით დასრულდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის და საქართველოს კაპიტალის აქციები პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში განთავსდა
2019 წელს - საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს შესთავაზა Apple Pay-თ გადახდა
2020 წელს - საქართველოს ბანკმა შექმნა დიზაინ სისტემა - წინასწარ გამზადებული ვიზუალური ელემენტების პლატფორმა და წესების სახელმძღვანელო
2022 წელს - საქართველოს ბანკმა შექმნა BOG sCoolApp - პირველი აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის
2023 წელს - საქართველოს ბანკმა ბიზნესის განვითარებისთვის ახალი, ინოვაციური პლატფორმა - ბიზნეს მენეჯერი შექმნა
გამოწერეთ ჩვენი სიახლეები
მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები