მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ბანკი” მოქალაქეებს განუმარტავს, რატომ არ/ვერ გაიფიცება

BOG
სტატიაში საუბარია:

"საქართველოს ბანკის" განმარტებით, საბანკო სექტორის გაფიცვა, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს დააზარალებს. ასე უპასუხა ბანკმა სოციალურ ქსელში მოქალაქეების ნაწილს, რომლებიც ბანკს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

"საქართველოს ბანკმა" სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომ გუშინდელ აქციაზე ბანკის გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე დააკავეს. სწორედ აღნიშნული პოსტის კომენტარებში განმარტა ბანკმა, თუ რატომ ვერ გაიფიცება პროტესტის ნიშნად.

"ჩვენი პოზიცია ცალსახაა - ევროინტეგრაციისაკენ სვლას ალტერნატივა არ აქვს!

საბანკო სექტორის გაფიცვა, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს დააზარალებს.

ბანკის შეუფერხებელი, უწყვეტ რეჟიმში მუშაობა უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობაში. არსებული სახსრების განკარგვა, ტრანზაქციების განხორციელება, ფულის განაღდება და სხვა საბანკო სერვისები მომხმარებლებისათვის კრიტიკულ დატვირთვას ატარებს.

როგორც საავადმყოფოს ან სხვა აუცილებელი ფუნქციის მქონე სამსახურების გაჩერებამ - ისევე ბანკის მომსახურების შეფერხებამ, შესაძლოა, საარსებო პრობლემა შეუქმნას უამრავ ადამიანს",- აღნიშნავენ "საქართველოს ბანკში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები