მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბიზნესასოციაცია": მცირე და დიდ ბიზნესს თანაბრად უნდა დაეხმარონ

5e84a730163aa
სალომე მეცხვარიშვილი
02.04.20 09:00
1204
ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის მთავრობა 2 მილიარდ ლარს გამოყოფს. ვის და როგორ დაეხმარება ხელისუფლება კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, ჯერ ცნობილი არ არის.

ამასთან, მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა და დაიწყო კიდეც, 4-დან 50-ნომრამდე სასტუმროებისთვის სესხის თანადაფინანსების პროგრამა. ასევე დაანონსდა, რომ ტურიზმის სექტორს საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდება, თუმცა “საქართველოს ბიზნეასოციაციაში” ამბობენ, რომ ამ პროცესში დაზარალებულები მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესები არ არიან, ამიტომ მიდგომა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს.

“საუბარი, რომ დაზიანდა მცირე ბიზნესი და დიდი ბიზნესი - არა, არასწორია. მათ არანაკლები ზიანი მიიღეს და მათი ზიანი გაცილებით საგრძნობი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. დიდი კომპანიები თუ "აფეთქდებიან", ეს ყველაფერი ხვალ ცუდად აისახება მთლიანად საფინანსო სექტორზე და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ამ კრიზისში მათი ჩათრევა რას გამოიწვევს. მცირე და დიდი ბიზნესების განსხვავება არასწორია, თანაბრად უნდა მოხდეს ყველას დახმარება. დიდ ბიზნესს დასაქმებული ჰყავს ჩვენი დასაქმებულების 70% და მათი მიტოვება და თქმა, რომ “თქვენ თქვენით გადარჩით”, არასწორია. შეიძლება ამან მეტი ზიანი მოგვიტანოს”, - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.