მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს კაპიტალის" ახალი CEO ნიკოლოზ გამყრელიძე იქნება

6278db1eb4d6e
გიორგი თოლორდავა
09.05.22 13:16
8445
საინვესტიციო ჰოლდინგ „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) მენეჯმენტში ცვლილებებია - კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლიდან ირაკლი გილაური აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს, თუმცა ის დარჩება დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე.

„საქართველოს კაპიტალის“ CEO-ს თანამდებობას ნიკოლოზ გამყრელიძე დაიკავებს, რომელსაც ამჟამად კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია უჭირავს.

ირაკლი გილაურის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო და ის კომპანიის ინტერესებს ემსახურება, რაც დირექტორისა და თავმჯდომარის როლების გამიჯვნასთანაა დაკავშირებული.