მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასტუმროების იანვრის სამომავლო დატვირთულობა ყველა რეგიონში გაზრდილია" - Tbc Capital

60018b8832b03
BM.GE
15.01.21 20:33
891
"თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით სასტუმროების იანვრის სამომავლო დატვირთულობა ყველა რეგიონში გაზრდილია.

დოკუმენტის მიხედვით, იანვრის სამომავლო დატვირთულობამ 3% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 3% თბილისში და 12% კახეთში, ხოლო სხვა რეგიონებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 15% დააფიქსირდა.

რაც შეეხება უქმეების დატვირთულობას, გასულ კვირასთან შედარებით უქმეების დატვირთულობა გაიზარდა კახეთში, შემცირდა თბილისსა და ზღვისპირა სასტუმროებში, ხოლო სხვა რეგიონებში ცვლილება არ დაფიქსირებულა.

არსებული ჯავშნების მიხედვით, დეკემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. აღსანიშნავია, რომ  ზღვისპირა სასტუმროებმა შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა მომხმარებლებს.

შენიშვნა: "თიბისი კაპიტალმა" სასტუმროები 11 იანვარს გამოკითხა.