მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე სამშენებლო მასალებზე დანახარჯები 65%-ით გაიზარდა" - TBC Capital

5ffadcaeee1b8
ელენე გოგბერაშვილი
10.01.21 15:16
1070
"წინასაახალწლო პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, სამშენებლო მასალებსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი გაუმჯობესდა". ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებულ ეკონომიკური აღდგენის დინამიკის მიმოხილვაშია აღნიშნული.  

დოკუმენტის მიხედვით, ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი მკვეთრად გაიზარდა და ზრდის დადებით მაჩვენებელს დაუბრუნდა. ცვლილებამ 24-31 დეკემბრის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53% შეადგინა.

"24 -31 დეკემბრის პერიოდში სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების წლიური ცვლილება მნიშვნელოვნად გაიზარდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 65% შეადგინა.

ავეჯსა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით ასევე მკვეთრად გაიზარდა. 24-31 დეკემბრის პერიოდში წლიურმა ცვლილებამ 13% შეადგინა"-აღნიშნავს "თიბისი კაპიტალი".