მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი" - გახარიას დავალება ჯანდაცვის სამინისტროს

5f5b5f4ad0637
ინგა მურუსიძე
11.09.20 15:20
735

ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, მოამზადოს 3000 საწოლი ლოგინი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გახარიამ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებელი იზრდება და დღეს ეს მაჩვენებელი 87-ით გაიზარდა, მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა სიტუაციას აკონტროლებს.

„ჰოსპიტალურ სექტორში ყველა პრევენციის მექანიზმი მუშაობს საათივით და აქ არაფერია საჭირო. ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი ლოგინი, რათა თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, შესაძლებელი გახდეს სწრაფად მკურნალობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები