19.ივნისი .2021 14:45

"სტუმრები დიდი ხნით ადრე ჯავშნების გაკეთებისგან თავს იკავებენ" - Glamping Georgia Racha

"სტუმრები დიდი ხნით ადრე ჯავშნების გაკეთებისგან თავს იკავებენ" - Glamping Georgia Racha
views 676
უკან

პირველი „გლემფინგ კოტეჯი“ საქართველოში რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ კრიხში 2018 წელს გაიხსნა. გიორგი ისაკაძის მიერ შექმნილი ბიზნესი ამ დროისთვის რამდენიმე კარავ-ნომერს მოიცავს.

როგორც bm.ge-ს Glamping Georgia Racha-ს დამფუძნებელი უყვება, სტუმრებს უკვე იღებს, თუმცა დატვირთვა ისეთი არ არის, როგორც გასულ წლებში იყო.

„მცირე პასუხი გვქონდა მხოლოდ გასული წლის გაზაფხულზე, როცა სრული ლოქდაუნი იყო გამოცხადებული, დანარჩენ დროს ვმუშაობთ სრულად. დატვირთულობას რაც შეეხება, ჯერჯერობით მცირეა, თუმცა ნელ-ნელა ვიქოქებით“, - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სასტუმრო ძირითადად ქართველ სტუმრებს იღებს, თუმცა დაინტერესება არის უცხოეთიდანაც, მაგალითად: უკრაინიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.

რაც შეეხება ივლის-აგვისტოში ჯავშნებს, ისაკაძის თქმით, ყოველწლიურად გლემფინგ-სასტუმრო სრულად იტვირთება, თუმცა წელს ჯერჯერობით წინასწარი ჯავშნების გაკეთებისგან თავს იკავებენ, რადგან ეპიდსიტუაცია არასტაბილურია. „სტუმრები ჯავშნებს ძირითადად დასვენებამდე რამდენიმე ხნით ადრე აკეთებენ“, - ამბობს ის.

რაც შეეხება ფასებს, სასტუმროს დამფუძნებლის ზრდით, ფასების მატების გამო მომსახურება მცირედით გაძვირდა, თუმცა მომხმარებელი ამას ჯიბეზე სერიოზულად არ იგრძნობს. „ჩვენთან ფასები 130 ლარიდან იწყება და მერყეობს ნომრების მიხედვით“, - განაცხადა ისაკაძემ.

ცნობისთვის, Glamping Georgia Racha-ს სტუმრებს სხვადასხვა ლოკაციებზე წასვლა ელექტროველოსოპედებითაც შეუძლიათ.