მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სუნთქვის აპარატი COVID-19-ის 8 პაციენტს დასჭირდა" - რამდენი აპარატი გვაქვს სულ?

5e8afeeef3cbd
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.20 14:23
2683
საქართველოში კორონავირუსის მქონე 8 პაციენტს დასჭირდა სუნთქვის აპარატი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, დღეისთვის სუნთქვის აპარატის მხარდაჭერით ექვსი პაციენტი სარგებლობს.

მთლიანად ქვეყანაში სასუნთქი აპარატების რაოდენობის შესახებ დასმულ კითხვაზე კი, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში 700-ზე მეტი აპარატის მარაგი არსებობს.

“სუნთქვს აპარატების მარაგი, ქვეყანაში ამ ეტაპზე არის საკმარისი. ჩვენ გვყავდა დაფიქსირებული 188 პაციენტიდან 81 ადამიანზე ორმხრივი პნევმონია, რომელთაგანაც მხოლოდ 8 პაციენტს დასჭირდა სუნთქვითი მხარდაჭერა. ამ ეტაპისთვის კლინიკაში იმყოფება 6 პაციენტი, რომელთაც კვლავ ესაჭიროებათ სუნთქვითი მხარდაჭერა, 3 არის საუნივერსიტეტო კლინიკაში, 1 - ბათუმში, 1 - გორში და 1 - ინფექციურ საავადმყოფოში. აქედან გამომდინარე, ის მარაგი, რომელიც ჩვენ მობილიზებული გვაქვს სახელმწიფოს მასშტაბით და თქვენ იცით, რომ ამ ეტაპისთვის ეს არის, 700-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ პაციენტების უსაფრთხო გამოჯანმრთელებაზე იზრუნონ ჩვენმა ექიმებმა”, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

6 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188, გამოჯანმრთელების 36 და გარდაცვალების 2 შემთხვევა არის დადასტურებული.