მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სწრაფი ტესტების ჩატარება მომდევნო კვირის ბოლოდან დაიწყება"

5e74855213399
ინგა მურუსიძე
20.03.20 13:01
1011
საქართველოში კორონავირუსზე სწრაფი ტესტების ჩატარება მომდევნო კვირის ბოლოდან დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომდევნო კვირის ბოლოდან ქვეყანაში ჩინეთიდან 1000 სწრაფი ტესტი ჩამოვა, ხოლო სამხრეთ კორეასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები 200 000 ტესტის მიღების თაობაზე.

"გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან და გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს პაციენტების სწრაფი დიაგნოსტირება. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა შემოვა ქვეყანაში. ჩინეთმა უკვე გამოგვიყო საჩუქრად 1000 ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება ქვეყანაში. ასევე, წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, საიდანაც ველოდებით 200 000 ტესტს. შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მომსახურეობა ამ მიმართულებითაც", - განაცხადა ტიკარაძემ.