მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი ენერჯის" მომსახურების ცენტრები დისტანციურად იმუშავებს

5f898b38596ab
BM.GE
16.10.20 15:57
1034
ქვეყანაში Covid 19-ს მომატებული შემთხვევების გამო, კომპანია "თბილისი ენერჯი" ითვალისწინებს ინფექციონისტების და მთავრობის რეკომენდაციებს. მოსახლეობის, კომპანიის თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების მეტი უსაფრთხოებისთვის, "თბილისი ენერჯის" ყველა მომსახურების ცენტრი იმუშავებს დისტანციურად- ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

"დისტანციურ რეჟიმში ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების მიღება სრულფასოვნად შეგიძლიათ
ცხელი ხაზის ნომერზე: 2 40 40 04

თბილისი ენერჯის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მესენჯერით, ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით www.te.ge,  გაზის გაჟონვის შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე - 114. გისურვებთ ჯანმრთელობას და დაიცავით გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესები",- ნათქვამია განცხადებაში.