ეს ტერიტორია არის მაღალი რისკის შემცველი, - ამის შესახებ „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე საუბრისას აღნიშნა, სადაც მეწყერული პროცესების გააქტიურება შეინიშნება.
როგორც სალუქვაძემ განაცხადა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობისას შეიქმნა სპეციალური რუკა, რომელზეც დატანილია თბილისში რისკის შემცველი ტერიტორიები.
„საკმაოდ დიდი ტერიტორიები არის მონიშნული როგორც მაღალი და საშუალო რისკის შემცველი. ბუნებრივია, როდესაც საუბარია მშენებლობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, აუცილებელია, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული რუკით მოხდეს ხელმძღვანელობა იმ სამსახურების მიერ, რომლებიც ნებართვებს გასცემენ“, - აღნიშნა მან.
ხოლო კითხვაზე, რას შეიძლებოდა გამოეწვია მეწყრული პროცესები ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე, მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი მოვლენები, ასევე ანთროპოგენული.
„თბილისი ისეთი რთული რელიეფის მქონე ქალაქია, რომ მხოლოდ ადამიანის ზემოქმედებით არ მიმდინარეობს პროცესები.. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესასწავლია რამ გამოიწვია სტიქიური მოვლენა. ეს არ არის ერთი და ორი დღის პროცესები, ეს პროცესები როგორც წესი მიმდინარეობს გარკვეული ხანგრძლივობით“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, თბილისში მსგავსი უამრავი ტერიტორიაა და აუცილებელია რომ ამგვარ რისკის შემცველ ტერიტორიებზე მოთხოვნილ იქნეს მაღალი დონის საინჟინრო გეოლოგიური კვლევები.
აღსანიშნავია, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან და დაიწყება სამუშაოები, რომ გზა მალე გაიხსნას და მასზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს. ამ დრომდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეზღუდულია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი