26.მარტი .2020 11:10

"თეგეტა მოტორსი" ექიმების ტრანსპორტირებას საკუთარი ავტომობილებით უზრუნველყოფს

views 1723
უკან

კომპანია "თეგეტა მოტორსი" ექიმების ტრანსპორტირებას საკუთარი ავტომობილებით უზრუნველყოფს. "თეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორის თქმით, ისინი ყველა იმ საავადმყოფოს ემსახურებიან, რომლებიც კორონავირუსთან საბრძოლველად სრულად არიან ჩართულები.

"გუნდში გაჩნდა იდეა, რომ მოვემსახუროთ ჩვენს ექმიებს - ინფექციურ საავადმყოფოს, ლუგარის ცენტრს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს და სხვა საავადმყოფოებს, რომლებიც ახლა აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში, გადავწყვიტეთ, ექიმების ტრანსპორტირება უსასყიდლოდ მოვახდინოთ, ჯერ მხოლოდ 2 დღეა რაც მათი გადაყვანა ხდება სამსახურიდან სახლში და პირიქით. ანუ, "თეგეტა" ყოველდღე თავის მანქანებით და მძღლოებით ახდენს ექიმების ტრანსპორტირებას. ჩვენი ექიმების უმეტესობა თბილისში არ ცხოვრობს, ამიტომ ნაწილს ქალაქგარეთაც ვემსახურებით. ჩვენი მძღოლები კი სრულად არიან ეკიპირებულნი, ასე რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა "თეგეტა მოტორსის" გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა "საქმიანი დილის" ეთერში.  

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა