მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი" არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინული Піреус Банк-ის შეძენას განიხილავს

619fa16576d8d
შოთა ტყეშელაშვილი
25.11.21 19:42
843
გამოცემა Forbes Ukraine საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს უმსხვილესი ბანკი “თიბისი”, ბერძნული Piraeus Bank-ის უკრაინული შვილობილის შეძენას განიხილავს.

bm.ge-იმ აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად, “თიბისი ბანკის” პრესსამსახურს მიმართა, სადაც გვითხრეს რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

Forbes Ukraine-ის თანახმად, Piraeus Bank-ის ტოპ მენეჯმენტის წარმომადენელმა Forbes Ukraine-ს ანონიმურად დაუდასტურა, რომ ბანკი ამჟამად “დიუ დილიჯენსის” პროცესს გადის. თუმცა, სტატიის მიხედვით, შეფასების პროცესი საკმაოდ ადრეულ ეტაპზეა და ბანკის გასხვისება შესაძლოა არ შედგეს.

თავად "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ "თიბისი" 2022-2025 წლების პერიოდში რეგიონულ ექსპანსიას და ყოველწლიურად ერთ ახალ ბაზარზე შესვლას გეგმავს:

“ჩვენ დღეს ვართ წარმოდგენილი სამ ქვეყანაში, ესაა საქართველო აზერბაიჯანი და უზბეკეთი და რომ ავიღოთ უზბეკეთი და აზერბაიჯანის მოსახლეობა არის 40 მილიონი და საქართველოზე 11-ჯერ დიდია და 2022 წლიდან გვინდა თითო ახალი ქვეყანა დავამატოთ 2025 წლამდე,”- ოქტომბრის დასაწყისში ბიზნეს-პარტნიორთან განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Piraeus Bank-მა უკრაინაში საქმიანობა 2007 წელს, საერთაშორისო კომერციული ბანკის (ICB) შესყიდვით დაიწყო. 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 671 მილიონ გრივნას, ანუ $25 მილიონს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, ის უკრაინის 71 ბანკს შორის აქტივების ზომით 37-ე ადგილზეა.

გამოცემის თანახმად, ბანკის სარეალიზაციო ღირებულება $12.5-17.4 მილიონ დოლარამდეა შეფასებული.

Forbes Ukraine-ს ფინანსურმა ანალიტიკოსმა მიხაილ დემკივმა განუცხადა, რომ Piraeus Bank-ის მფლობელები მის გაყიდვას უკვე საკმაო ხანია განიხილავენ.