სავაჭრო ცენტრ „საბას“ დამფუძნებელი პაატა კაჭარავა ეკონომიკის მოსალოდნელი ჩაკეტვის რისკებს აფასებს. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში კაჭარავამ აღნიშნა, მასობრივი ჩაკეტვის შემთხვევაში მათი ზარალი 7 მლნ-მდე გაიზრდება, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
„საბას“ მფლობელი აცხადებს, რომ გახსნიდან დღემდე მათ ცენტრს არცერთი დაწესებული რეკომენდაცია არ დაურღვევია, ამიტომ ყველაზე ერთიანი მიდგომა არ უნდა გავრცელდეს.
„იმედია ხელისუფლება გაითვალისწინებს წინა პერიოდების გამოცდილებას და ყველას ერთიანად არ დაკეტავს. გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში უფრო მეტად არის უსაფრთხოება დაცული, შრომის ინპექცია გვამოწმებს და არცერთი შენიშვნა არ გვქონია. ყველანაირი ზომები გავატარეთ იმისთვის, რომ უსაფრთხოება გვქონოდა დაცული. ჩვენს სივრცეში იმდენად დიდი ფართია 400 კვ.მ-ზე ერთ ადამიანს ვითვლით. ულტრაიისფერი სხივებით ხდება ჰაერის გაფილტვრა და დეზინფეცია იმაზე ხშირად, ვიდრე მოთხოვნილია. ასევე იცით, რომ 2 კვირაში ერთხელ იტესტება დასაქმებულების 20% და ინფიცირებულის არცერთი შემთხვევა არ გვქონია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მიდგომა დივერსიფიცირებული უნდა იყოს.
კიდევ ერთი დაკეტვა ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ბიზნესს, გაკოტრების პირას მიიყვანს დასაქმებულებს, რომლის 80%-ს აქვს სესხები და სესხების გადავადება ხდება და არა პროცენტის პატიება, ამიტომ მათ ხარჯი ეზრდებათ, სესხის გარდა გაეზარდათ კომუნალური ხარჯი, ასევე იმპორტირებული საქონლის ტრანსპორტირების ხარჯი, ამიტომ შიში ძალიან დიდია.
6 მლნ-იანი ზარალი გვქონდა წინა დაკეტვებზე, თუ ისევ ჩაგვკეტავენ ალბათ7 მლნ ლარს გადავაჭარბებთ. დაკეტილი შენობის შენახვის ხარჯი თვეში 300 ათასია, მიუხედავად ამისა ჩვენ გაჩერების პერიოდში დასაქმებულებს გადასახადებს არ ვახდევინებდით. ამას გარდა იცით, რომ არ მოგვიხსნეს ქონების გადასახადი და დავიწყეთ რეზერვის შექმნა, იმ შემთხვევაში თუ დავიკეტებით და შემოსავალი არ გვექნება, გაკოტრების პირას არ მივიდეთ. ამიტომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული“ - განაცხადა პაატა კაჭარავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა