„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ლარის გაუფასურების გამო პურ-პროდუქტების მწარმოებლები არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
მისი შეფასებით, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების მიზეზი კორონავირუსთან ერთად, ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა, თუმცა მიუხედავად ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა მეპურეები პურზე ფასის შენარჩუნებას ჯერჯერობით ახერხებენ.
„პურ-პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას მწარმოებლები ჯერჯერობით ახერხებენ, იმიტომ რომ ერთი ტომარა ფქვილის ფასი ჯერ არ გაზრდილა და 53-54 ლარია. შესაბამისად ქარხნული პურის ღირებულება ნარჩუნდება“, - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე.
მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ბაზარზე პურის ფასს გარდა დიდი მწარმოებლებისა, მცირე საცხობები და ქსელური მარკეტები განსაზღვრავენ.
„არიან მეწარმეები, რომლებიც ფქვილს ყიდულობენ და პატარა საცხობებზე ყიდიან, რა თქმა უნდა ისინი 2-3 ლარს უმატებენ, რაც თონეების პურის ღირებულებაზე ან წონაზე აისახება.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ვაჭრობაა - ქსელურ მარკეტებში პურ-პროდუქტების მიწოდების დროს ღირებულების 5-7 თეთრით გაზრდის შემთხვევაში, მარკეტები ორმაგად ზრდიან პროდუქტის ღირებულებას. ამის დრო ახლა არ არის. თუ მეპურე ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს და ფასს არ ზრდის, ეს ინტერესები ყველამ უნდა გაითვალისწინოს. პურის გაძვირების შემთხვევაში ჩანს მხოლოდ მეპურე და უკან არც დისტრიბუცია და არც ქსელური მარკეტები, არც ფქვილი და ხორბალი ჩანს, ამიტომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მეპურეები არიან“, - განმარტა მალხაზ დოლიძემ.
მისი თქმით, პურის ცხობისთვის საჭირო დამხმარე პროდუქტების გაძვირება წესით უნდა ზრდიდეს პურის ფასსაც, თუმცა მეწარმეები ძველი ფასების შენარჩუნებას ცდილობენ და თუ ლარი კვლავ განაგრძობს გაუფასურებას, მაშინ საწარმოებს სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება.
„იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ლარის კიდევ უფრო გაუფასურების შემთხვევაში პურის მწარმოებლებს გარკვეულ შეღავათებს გაუკეთებს, ან სუბსიდირების, ან საგადასახადო შეღავათების კუთხით. მაგალითად, რუსეთში მწარმოებლებისთვის დღგ 9.5%-ია, საქართველოში კი 18.0%-ია. სატრანსპორტო ხარჯებია... ძალიან ბევრი ადგილებია, სადაც შესაძლებელია შეღავათების გაკეთება - დენი, წყალი, გაზი... ყველაფერი ძალიან ძვირია ჩვენთან და ენერგომატარებლების ხვედრითი წილი ფასთწარმოქმაში დაახლოებით 20%-ია, ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
ავიღოთ ზეთი, რომლის ღირებულება 3 ლარი იყო, პურის მწარმოებლებიც ვხმარობთ ზეთს და ახლა 1 ლიტრის ღირებულება 5 ლარამდეა გაზრდილი, ეს ხომ მოქმედებს პროდუქტის ღირებულებაზე. გვაქვს ასევე შეფუთვის ხარჯები, რომელიც კორონავირუსის გამო სავალდებულო გახდა. 10 თეთრია თითოეული შეფუთვის ღირებულება“, - განმატავს „პურის მცხობელთა ასოციაციის“ ხელმძღავნელი.
მალხაზ დოლიძე აღნიშნავს, რომ ასოციაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუდმივ კომუნიკაციაშია და საქმის კურსში აყენებს ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურების შემთხვევაში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასს შენარჩუნების მიზნით, გამოსავალი უნდა მოიძებნოს ან სუბსიდირების სახით ან სხვა კუთხით“, - უთხრა BM.GE-ის მალხაზ დოლიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა