მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ თურქეთში მუშაობა გსურთ, უნდა მიიღოთ ნებართვა" - ელჩის მოწოდება საქართველოს მოქალაქეებს

6022c139b5f68
თამთა ჯიჯავაძე
10.02.21 00:00
2775
თუ თურქეთში მუშაობა გსურთ, უნდა მიიღოთ მუშაობის უფლება, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, რომელთაც თურქეთში დასაქმება სურთ, მიიღონ შესაბამისი ნებართვა.

„ჩვენს ფეისბუქ და სხვა სოციალური მედიის გვერდზე გამოვაქვეყნეთ ორი მნიშვნელოვანი გაფრთხილება: თუ თურქეთში მუშაობა გსურს, უნდა მიიღო მუშაობის უფლება. ეს კი თქვენ მოგცემთ სოციალური უსაფრთხოების გარანტიას. სამუშაო ნებართვის გარეშე თუ მუშაობ, უფრო მეტად ხარ ექსპლუატაციის საფრთხის ქვეშ. მინდა მჯეროდეს, რომ თურქები ძირითადად არიან ძალიან სამართლიანები, ისინი ზრუნავენ მათ დაქირავებულებზე, სტუმრებზე მაგრამ ზოგჯერ რაღაც ისე არ ხდება, როგორც უნდა იყოს. საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები. თურქეთის მთავრობა ეუბნება ყველა უცხოელს, მათ შორის ქართველებს, რომ გთხოვთ მიიღეთ სამუშაო ნებართვა. თუ მიდიხარ სეზონური სამუშაოებისთვის, ჩაის პლანტაციებში, თხილის საკრეფად თუ სახლის დიასახლისად სამუშაოდ, უნდა მიიღო სამუშაო ნებართვა“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით ეხებათ ქალებს, - „როგორც ქალს. მე პირადად ინტერესი მაქვს, რომ ყველა სოციალური და შრომითი უფლება ყველა ქალისთვის იყოს უზრუნველყოფილი მთლიანად მსოფლიოში. მე ვიცი რამდენიმე ქართველი, რომლებიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ თურქეთში და ჰქონდათ სამუშაო ნებართვა და ბოლოს მათ პენსიის მიღების უფლებაც მიეცათ“, - დასძინა მან.

რაც შეეხება რიცხვებს, თუ რამდენი ადამიანია საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ წასული, თურქი დიპლომატი ამბობს, რომ თუ ვნახავთ იმ მოქალაქეების რაოდენობას, რომლებიც გადავიდნენ თურქეთში და შევადარებთ იმათ რაოდენობას, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში, ვნახავთ რომ სხვაობა დიდია. „ეს გვეუბნება რომ საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე იმყოფება თურქეთში“, - ამბობს ელჩი.