თურქული გადახდის კომპანია PG PARA აზერბაიჯანისა და საქართველოს ბაზრებზე შესვლას გეგმავს. ამის შესახებ PG PARA-ს გენერალურმა დირექტორმა მუჰამედ დირგამ შემსომ BMG ბაქოს ოფისთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კომპანიას საქართველოში, რამდენიმე ბანკთან მოლაპარაკებები დაწყებული აქვს და გარკვეულ შედეგსაც უკვე მიაღწიეს.
„ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები საქართველოში 3-4 ბანკთან და 2 ბანკი დადებითად გამოგვეხმაურა. უახლოეს მომავალში, მას შემდეგ რაც გავაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს, ამ ბანკების მეშვეობით დავიწყებთ სერვისების მიწოდება. რაც შეეხება იმას, თუ რომელ ბანკზეა საუბარი, ეს მხოლოდ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ შემიძლია გითხრათ. თუმცა, მანამდე გეტყვით, რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ბანკი საქართველოში“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, PG PARA-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია აზერბაიჯანულ ბანკებთანაც ცდილობს შეთანხმების მიღწევას.
„ჩვენ გვინდოდა თანამშრომლობაზე შეთანხმება, ამისთვის ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ვერ მივაღწიეთ შედეგს. მაისში ან ივნისში ჩვენ განვახორციელებთ ახალ პროექტს, შემდეგ კი გვინდა ისევ აზერბაიჯანის ბაზარზე შემოსვლა“, - განაცხადა მუჰამედ დირგამ შემსომ.