მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბანკმა სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, აზერბაიჯანის კი შეამცირა

ერევანი

მსოფლიო ბანკმა რეგიონული ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. აღნიშნული ანგარიშით, საქართველოსთვის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე გაიზარდა.

ამავე ანგარიშის თანახმად, გაუმჯობესდა სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, აზერბაიჯანისთვის კი ის შემცირდა. ასევე გაუმჯობესდა თურქეთის ეკონომიკის პერსპექტივაც.

რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

  • სომხეთი - 5.2%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 1.2 პ.პ;
  • აზერბაიჯანი - 1.9%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუარესება 0.7 პ.პ;
  • საქართველო - 7%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმკობესება 1.5 პ.პ;
  • რუსეთი - 0.9%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუარესება 0.5 პ.პ;
  • თურქეთი - 3.5%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 0.4 პ.პ;
  • ყაზახეთი - 5.5%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 1 პ.პ;
  • უზბეკეთი - 6.2%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 0.6 პ.პ;
  • უკრაინა - 2%-ის ეკონომიკური ზრდა, უცვლელია.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა EBRD-მა და ADB-მა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ივლისში ის 7.2%-მდე დააკორექტირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები