მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა

ეკონომიკური პროგნოზი

მსოფლიო ბანკმა 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმოხილვაში. მსოფლიო ბანკის წინა შეფასებასთან შედარებით, რაც ივნისში იყო გამოქვეყნებული, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.

რეგიონის ქვეყნებიდან მსოფლიო ბანკმა ყველაზე მეტად სწორედ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა, ასევე გაიზარდა სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო აზერბაიჯანის და ყაზახეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კი შემცირებულია. მსოფლიო ბანკმა უცვლელად შეინარჩუნა თურქეთის; რუსეთის და უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივების თანახმად, 2026 წელს რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა ასეთი იქნება (სხვაობა მითითებულია ივნისის პროგნოზთან შედარებით):

  • საქართველო: 7.0% (სხვაობა: +2 პ.პ)
  • სომხეთი: 5.6% (სხვაობა: +0.3 პ.პ)
  • აზერბაიჯანი: 1.2% (სხვაობა: -0.8 პ.პ)
  • ყაზახეთი: 4.6% (სხვაობა: 0.0 პ.პ)
  • მოლდოვა: 1.9% (სხვაობა: 0.0 პ.პ)
  • რუსეთის ფედერაცია: 0.8% (სხვაობა: 0.0 პ.პ)
  • თურქეთი: 2.8% (სხვაობა: 0.0 პ.პ)
  • უკრაინა: 1.2% (სხვაობა: 0.0 პ.პ).

მსოფლიო ბანკის ანგარიშში საუბარია მზარდ ინფლაციურ წნეხზე, რაც საწვავის ფასების ზრდიდან მომდინარეობს.

"ენერგომატარებლებზე ფასების მატებამ ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება განაპირობა. ხოლო ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი და სხვა ქვეყნების მხრიდან მზარდი კონკურენცია უარყოფითად აისახება ექსპორტსა და სამრეწველო საქმიანობაზე, განსაკუთრებით, რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვებში. ვაჭრობის შემდგომი შეფერხება, საომარი მოქმედებების გაგრძელება უკრაინაში, ენერგომატარებლებზე, ტრანსპორტზე და სასუქზე დანახარჯების შემდგომი მატება, გლობალური დაფინანსების გამკაცრებული პირობები, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სუსტი ეკონომიკური ზრდა და ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები კვლავ მნიშვნელოვან უარყოფით რისკებად რჩება", - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები