მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინაში კონსულტაციებისთვის მიწვევენ“ - უკრაინის ელჩი საქართველოში

621e09d6b7319
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.22 15:57
3231
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოში უკრანის ელჩის სამშობლოში გაწვევის შემდეგ იგორ დოლგოვმა პირველი კომენტარი „მთავარ არხთან“ გააკეთა და განაცხადა, რომ უკრაინაში კონსულტაციებისთვის იწვევენ.

„რაც მოხდა, ალბათ კარგად მოგეხსენებათ, მე არ ვიცი კიდევ რა არის განსახილველი, თუმცა განსახილველი კიდევ ბევრი საკითხია. ასეთ საკითხებზე ტელეფონით არ საუბრობენ, ამიტომ მე ინსტრუქცია მომცეს, რომ უკრაინაში კონსულტაციებისთვის ჩავიდე“, - თქვა დოლგოვმა.

უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უკრაინის ელჩმა განმარტა: „გასაგებად არის განსაზღვრული, რომ მთავრობა და სახელმწიფო უწყებები მათ, ვისაც საომარ მოქმედებებში მოხალისედ წასვლა სურთ, წინააღმდეგობას არ გაუწევენ, მაგრამ თვითმფრინავთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა, ხოლო ჩაკითხვაზე თუ რა მოხდა ექიმების გაგზავნასთან დაკავშირებით, იგორ დოლგოვი განმარტავს: „არავის არაფერი აუკრძალავს. საქმე ის არის, რომ ჩვენ შესაძლებლობისა და აუცილებლობის არსებობის დროს ვერ შევძელით და ჩარტერულ რეისზე ნებართვა ვერ მივიღეთ, სულ ეს არის. სხვა დანარჩენი, ვის, როგორც შეუძლია ისე ეხმარება უკრაინას.

დიპლომატიური ხედვიდან გამომდინარე, პოზიცია გასაგებია, ყველა მას კარგად ხედავს. ჩვენ მადლიერნი ვართ აღმოჩენილი დახმარებისთვის და მადლობელი ვიქნებით ყველა ქმედებისთვის რომელიც ჩვენ ამ ომში გამარჯვებაში დაგვეხმარება“, - თქვა უკრაინელმა დიპლომატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები