„უნდა დაინერგოს ფარმაცევტული პროდუქტის ელექტრონული რეცეპტის სისტემა - ზოგი „მერსედესს“ შეიძენს, ზოგი კი „ოპელს“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა #FORBES HEALTH-ში განაცხადა, რომლის მთავარი თემა ჯანდაცვის ინდუსტრიის გამოწვევები და მედიკამენტების ბაზარზე დაანონსებული ახალი რეგულაციები იყო, მათ შორის თურქეთის ბაზრის გახსნის მოსალოდნელი ეფექტი წამლების ფასებზე.
ელექტრონული რეცეპტის სისტემის ამოქმედებაზე საუბრისას ნიკოლოზ გამყრელიძემ ისიც აღნიშნა, რომ მარტო მისი დანერგვა საკმარისი არ იქნება და საჭიროა, სისტემური მონიტორინგი და ადმინისტრირება.
„ელექტრონულ რეცეპტში ექიმმა არ უნდა მიუთითოს, რომელი მედიკამენტი შეიძინოს მომხმარებელმა. არჩევანის უფლება უნდა გადავიდეს პაციენტზე - შესაბამისი გენერიკის რომელი ბრენდის ან ბიუჯეტის მედიკამენტს შეიძენს. ვისაც აქვს შესაძლებლობა, იყიდის „მერსედესს“, ვისაც აქვს შესაძლებლობა, იყიდის „ოპელს“ - ორივე კარგი ხარისხისაა, თუმცა სხვადასხვა ბრენდია და სხვადასხვა კომფორტი აქვს. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანაში არის სამედიცინო პერსონალის გარკვეული კატეგორია, რომელიც არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას ეწევა და ესეც მოსაგვარებელია, თუნდაც მკაცრი სანქცირების მექანიზმითაც“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
ამასთან, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ ელექტრონული მედიკამენტების სისტემა უკვე დიდი ხანია გამოიყენება კერძო სადაზღვევო სისტემაში და მოსახლეობის დანახარჯებს საკმაოდ ამცირებს.
„ერთმანეთს რომ შევადაროთ ის მოქალაქები, რომელთაც კერძო დაზღვევა აქვთ და ისინი, ვისაც არ აქვთ, დავინახავთ, რომ ესენციურ მედიკამენტებზე ფინანსებს სხვადასხვანაირად ხარჯავენ - კერძო დაზღვევის მქონე მოსახლეობის ხარჯი არის მინიმუმ ორჯერ ნაკლები, ვიდრე - არადაზღვეულების, რადგან დაზღვეული მოსახლეობა ერთგვარად მართულ სქემაშია ჩართული, რომელსაც კერძო სადაზღვევო კომპანიები უზრუნვლეყოფენ. ეს სქემა მუშაობს უკვე 10 წელზე მეტია. ჯერ კიდევ 2010 წელს, „ალდაგში“ გვქონდა დანერგილი ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რა დროსაც ოჯახის ექიმი გარკვეული სიიდან ახდენდა მედიკამენტების გამოწერას; ეს სადაზღვევო კომპანიისთვისაც და მომხმარებლისთვისაც მნიშვნელოვანი დანაზოგი იყო. თუ ეს სქემა მუშაობს 500 ათას კერძო დაზღვეულზე, მაშინ ამის დანერგვა შესაძლებელია დანარჩენ მოქალაქეებზეც“, - ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ