მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაფრთხილებ ყველას - არეულობის მოწყობა არ გამოგივათ" - კახა კალაძე

5f9d1a5b0b51f
ინგა მურუსიძე
31.10.20 11:16
728
თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ არჩევნების პროცესში არანაირი ე.წ. „კარუსელები“ არ არსებობს. 

კალაძემ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და თქვა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები სიტუაციის არევას შეეცდებიან, თუმცა არაფერი გამოუვათ.

„არანაირი კარუსელი არ არსებობს, დესტრუქციული და რადიკალური პოლიტიკური ძალები შეეცდებიან გარკვეული არეულობის შემოტანას, მაგრამ ვაფრთხილებ ყველას - არავის არაფერი გამოუვა. ვინც რაიმე არასწორ ქმედებას გაბედავს - კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შანსებს, კალაძე ფიქრობს, რომ კოალიციის შექმნის აუცილებლობა არ დადგება.

„ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით და ჩვენი გუნდის მიმართ არსებული განწყობების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ 30-ივე მაჟორიტარულ ოლქში, ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ გავიმარჯვოთ მეორე ტურის გარეშე. ასევე, საფუძველს მაძლევს კვლევები, რომელიც გამოქვეყნდა სხვადასხვა კვლევებში. რეალურად, ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ შეინარჩუნოს სტაბილურობა, მშვიდობა ქვეყანაში და მოახერხოს ქვეყნის განვითარება რაც შეიძლება სწრაფად, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".

კოალიციის შექმნის აუცილებლობა არ იქნება. კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას მაშინ, როცა მხარდაჭერა 40%-ზე ნაკლებია. დღეს კი ამის აუცილებლობა არ არის ქვეყანაში. პირველადი მონაცემებით, ყველა ოლქში არის იმის შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში დამთავრდეს არჩევნები“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა საქართველოს ყველა მოქალაქეს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.