მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: წყნეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა

64b507492191d
BM.GE
17.07.23 13:17
411
წყნეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსამზადებელი სამუშაოები ტრაგედიამდე ორი დღით ადრე დაიწყო, რაც არანაირ კავშირში არ არის მომხდართან.

„რაც შეეხება დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შაბათს ტერიტორიაზე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, კვირას აღნიშნული სამუშაოები არ ჩატარებულა, ხოლო ორშაბათს უბედური შემთხვევა მოხდა. ყველა სამუშაოს დროს, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები არის გათვალისწინებული. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მოსამზადებელი სამუშაოები მის მოწყობასაც გულისხმობდა. უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ იყო დაწყებული, მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები, რომ ტერიტორიაზე ღობე და შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები ყოფილიყო გათვალისწინებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, წყნეთში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. პარკში მდებარე ე.წ. ფანჩატურში დენის დარტყმის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა.

"ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ვინც ქსელი უკანონოდ დააერთა" - ხმალაძე წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები