30.სექტემბერი .2019 16:55

"ვოლვო საქართველო" - უსაფრთხო ავტომობილი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს

views 519
უკან

"ვოლვო საქართველო" მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს, მიმდინარე შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია, „ვოლვოს“ სასურველი მოდელის ავტომობილი „თიბისი ლიზინგის“ 0%-იანი თანამონაწილეობით გაიყვანოს და ამასთანავე, გადახდა მოგვიანებით დაიწყოს. აქცია მოქმედებს „ვოლვო საქართველოს“ შოურუმში წარმოდგენილ ყველა მოდელზე.

„ვოლვო“ მუდმივად ცდილობს, ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და ჰქონდეს მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა. „ვოლვო საქართველოს“ ცენტრში წარმოდგენილია SUV სერიის სრული ასორტიმენტი, ასევე, 2019 წლის მოდელები XC40, XC60, XC90 და V90 Cross County. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, „ვოლვოს“ ცენტრს ესტუმროს, უახლესი მოდელები დაათვალიეროს და ტესტდრაივზე გამოცადოს. ამასთანავე, „ვოლვო საქართველო“ მომხმარებლებს ავტორიზებულ სერვისს სთავაზობს.

„ჩვენი მიზანია ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავისა და გარშემომყოფების უსაფრთხოება. ამიტომ აქტიურად ვთავაზობთ ნებისმიერ მსურველს, თავად გამოსცადოს ამ ავტომობილების შესაძლებლობა“, - განაცხადა Volvo Cars Caucasus-ის კომერციულმა დირექტორმა გაგა კოხრეიძემ.

„ვოლვო საქართველოს“ შოურუმს შეგიძლიათ ესტუმროთ მისამართზე: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქოლცენტრს: 224 42 42.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა