მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს თხილის ფასი, სავარაუდოდ, 3-4 ლარი იქნება" - როგორ მოსავალს ელიან ფერმერები?

62f3d9a7c08c5
ალა ისპირიანი
10.08.22 20:55
3014
ფერმერები თხილის კრეფის აქტიურ ფაზაში გადავიდნენ. თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის თხილის ფასი 3 ლარამდე მერყეობს, სეზონის განმავლობაში კი ფერმერებისგან შესასყიდი თხილის ღირებულება შესაძლოა 4 ლარამდე გაიზარდოს.

როგორც ლევან ქარდავამ bm.ge-თან განაცხადა თხილის რაოდენობრივი მოცულობით კმაყოფილები არიან, თუმცა პრობლემებია ხარისხთან მიმართებით.

„წელს დაახლოებით 60 000 ტონა მოსავალს მივიღებთ და ეს კარგია. რაც შეეხება ხარისხს დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში, ნორმაზე 2-ჯერ მეტი წვიმა მოვიდა, ამიტომ ხარისხი ისეთი კარგი არ არის, როგორც შარშან და შარშან წინ იყო. თუმცა ისეთი სიტუაცია არ არის, რომ თხილის რეალიზაცია ვერ შევძლოთ.

დიდი საწარმოების უდიდესი ნაწილი თხილს ჯერ არ ყიდულობს, რადგან ჯერ ფერმერებმა თხილი ბაღებიდან უნდა გამოიტანონ და გააშრონ. დღეის მდგომარეობით, ადგილობრივ ბაზარზე თხილის ჩაბარება 2-დან 3 ლარამდე ღირს, თუმცა ვფიქრობ, რომ აგვისტოს ბოლოდან მისი ღირებულება 4 ლარამდე გაიზრდება", - განმარტა ქარდავამ.