მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Where’s Next?" - ახალი ციფრული პლატფორმა, რომელიც თვითმყოფად ინფლუენსერებსა და გამორჩეულ ახალგაზრდებს აერთიანებს

647da066a4142
BM.GE
05.06.23 12:40
379
მსოფლიოში არაერთგზის აღიარებული ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკი Glenfiddich და Forbes საქართველო წარმოგიდგენთ ახალ ციფრულ კამპანიას - "WHERE NEXT?"

"WHERE NEXT?" ციფრული პლატფორმაა, რომლის მიზანია მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პირების გაერთიანება, მათი სამომავლო, დადებითი ცვლილებებისკენ მომართვა და ხვალინდელი დღის, დღეს შექმნით შთაგონება.

"WHERE NEXT?“ მოიცავს შეხვედრების სერიას და ღონისძიებებს, თავს უყრის გაბედულ და თვითმყოფად ადამიანებს, შემოქმედებით პირებს, არტისტებს, მოაზროვნეებს, რომელთაც საერთო მიზანი აერთიანებთ, იყვნენ შთამაგონებლები ახალი ტალღის ინოვატორებისთვის საქართველოდან. უნიკალური გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ ყველა ღირებული ცოდნას მივიღებთ და დავინახავთ, თუ როგორაა მომავლის განვითარება შესაძლებელი.

ახლად შექმნილი "იუთუბის" არხი "WHERE NEXT?" წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ადგილობრივი შემდგარი და ახალბედა ანტერპრენერები გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს სამომავლო ცვლილებებზე და ერთგვარი მოტივატორის როლს შეასრულებენ ახალი თაობებისთვის -მათთვის, ვინც უნდა განახორციელონ მნიშვნელოვანი ქმედებები.

მსოფლიოში არაერთგზის აღიარებულ ერთალაოიან შოტლანდიურ ვისკის, Glenfiddich-ს პროგრესის და საზღვრების გარღვევის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს - უკვალავს გზას მიმდევრებს და მუდმივად სვამს კითხვას: "WHERE NEXT?" (რა არის შემდეგი!?).

ფორბსის 30 წლამდელთან თანამშრომლობით, Glenfiddich-ის კამპანიაში "WHERE NEXT?" ერთვებიან მილენიალ და Gen Z თაობებში გამორჩეული და თვითმყოფადი ადამიანები, რომლებიც ისეთ სფეროებში მოღვაწეობენ, როგორიცაა: ტექნოლოგიები, მოდა, მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი. ამ ინდივიდებმა უკვე იქონიეს გავლენა ახალგაზრდა თაობებზე და სტიმული მისცეს მათ გაიფართოონ შესაძლებლობების არეალი, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და გამუდმებით ჰკითხონ საკუთარ თავებს: “WHERE NEXT? ( რა არის შემდეგი!?)

GLENFIDDICH-ის შესახებ
ინოვატორ უილიამ გრანტის მიერ დაფთაუნში, შოტლანდიაში დაარსებული Glenfiddich პირველად ბაზარზე 1887 წლის შობის დღეს გამოჩნდა. გრანტის მიერ ახლებურად შემუშავებული ვისკის წარმოება Glenfiddich-ის სახით გასცდა შოტლანდიის ფარგლებს და იქცა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად და ყველაზე აღიარებულ ერთალაოიან ვისკის პროდუქტად*. მიუხედავად იმისა, რომ Glenfiddich ახლა 180-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება მსოფლიოს მასშტაბით, ის კვლავ წარმოადგენს იშვიათ გამონაკლის ბრენდს ერთალაოიანი ვისკის წარმოებაში, რადგან სრულად ოჯახის საკუთრებად რჩება და კვლავ იწარმოება იმავე ქარხანაში, რომელიც უილიამ გრანტმა და მისმა შვილებმა თავად ააშენეს.

30 წლამდელთა სიის შესახებ
30 წლამდელთა სიას ჟურნალი ფორბსი და მისი რეგიონული გამოცემები 2011 წლიდან აქვეყნებენ. საქართველოში 30 წლამდელთა პროექტი 2019 წლიდან ირებს სტარტს. ამჟამად 30 under 30 წამყვანი მედია პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ნიჭიერ, საქმიან ახალგაზრდა ლიდერებს თვითგამოხატვის და პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალებას აძლევს.პროექტის მთავარი პარტნიორი – თიბისი, პროექტის პარტნიორი – გალფი, პროექტის ორგანიზატორი – კონსიერჟ თბილისი.

(რ)