მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხიდს" დავაჯარიმებთ და დავლუქავთ - შრომის ინსპექცია

61ab6b2994305
მარიამ ვარადაშვილი
04.12.21 17:21
3697
შრომის ინსპექცია კლუბი “ხიდს” 10 000 ლარით დააჯარიმებს და დალუქავს. ამის შესახებ BMG-ის შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა მაია მიქაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის შრომის ინსპექციის წარმომადგენლები გასულები არიან ობიექტის დასაჯარიმებლად და დასალუქად.

მიზეზი ისაა, რომ  3-4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობის პროცესში კლუბ "ხიდზე" აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა. 1 დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად, იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ მთავრობის N322-ე დადგენილების შესაბამისად, მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების გამართვა კვლავ აკრძალულია.

21–თვიანი პაუზის შემდეგ, 3 დეკემბერს, კლუბმა “ხიდმა”, მწვანე პასპორტის ამოქმედებასთან ერთად, მუშაობა განაახლა. როგორც კლიბის წარმომადგენელმა სოფო ებრალიძემ BM.GE-ს რამდენიმე საათის განუცხადა, ინსპექციის თანამშრომლები კლუბში გუშინ იმყოფებოდნენ, გააფრთხილეს, თუმცა არ დაუჯარიმებიათ. 

"გასვლისას თქვეს, ხვალ გამოვწერთ ჯარიმასო, ვნახოთ. ჩვენ ამ ჯარიმის ჩათვლას არ ვაპირებთ. 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა “მწვანე პასპორტის” სისტემა, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ამით და იმაზე მკაცრად ვიცავთ წესებს, ვიდრე დაშვებულია ქვეყანაში,”-აცხადებს ებრალიძე.

მისი თქმითვე, იმ შემთხვევაში თუ ინსპექცია დააჯარიმებთ, ამას აუცილებლად გაასაჩივრებენ.