მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელევიზიებმა ტაბელები უნდა აწარმოონ - ბექა ფერაძე

63da0fe06cfd8
გიგა ბენია
01.02.23 11:23
1268
"ტელევიზიებმა ტაბელები უნდა აწარმოონ",-ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი აცხადებს. ბექა ფერაძის თქმით, ნებისმიერი ორგანიზაცია ვალდებულია, დასაქმებულების უფლებები დაიცვას.

"ეს, შესაძლოა, იყოს ვალდებულება, რომელიც დამატებით ადმინისტრაციულ რესურსს მოითხოვს, მაგრამ სამუშაო აღწერის ტაბელი ადამიანის უფლებების დასაცავადაა. ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის, ტელევიზიები ჯეროვნად უნდა ახორციელებდეს ტაბელების აღწერას. თუმცა მე არ ვამბობ, რომ ვინმე არ აწარმოებს..."-აცხადებს ბექა ფერაძე.

BMG-ს კითხვაზე, შრომის ინსპექციამ ამ დრომდე შეამოწმა თუ არა რომელიმე მედიასაშუალება, ბექა ფერაძეს კონკრეტული პასუხი არ გაუცია, თუმცა განაცხადა: "ნებისმიერი ორგანიზაცია შემოწმდება და ადამიანის უფლებები ყველა სექტორში იქნება დაცული".

ცნობისთვის, დასაქმებულის მიერ ნამუშევარი დროის აღრიცხვა ანუ ე.წ. ტაბელების წარმოება გასული წლის ნოემბრიდან გამარტივდა. კერძოდ, დამსაქმებლის მიერ შესავსები სავალდებულო გრაფების რიცხვი 18-დან 10-მდე შემცირდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები