მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხვანჭკარასთან ერთად, რაჭაში სტუმრობა ყველას გულში განსაკუთრებულ კვალს ტოვებს"

5f80390b566b5
ინგა მურუსიძე
09.10.20 14:17
710
ხვანჭკარის არ იყოს, რაჭაში სტუმრობა ყველას გულში განსაკუთრებულ კვალს ტოვებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამბროლაურში განაცხადა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წარუდგინეს.

„ნამდვილად „უცნაურია“, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით, ის დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა, რაც ადამიანს რაჭის მიმართ უჩნდება, თუკი ერთხელ მაინც ეწვევა ამ ლამაზ და გულღია ხალხით დასახლებულ მხარეს, სადაც სტუმარ-მასპინძლობაც განსაკუთრებული იციან. ხვანჭკარის არ იყოს, რაჭაში სტუმრობა ყველას გულში განსაკუთრებულ კვალს ტოვებს და ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტები ასე მოიჩქარიან ამ საოცრების საკუთარი თვალით სანახავად და მდიდარი რაჭული გასტრონომიული კულტურის შესაცნობად“, - განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირწმუნება, რომ რაჭა ბედის ანაბარა იყო მიტოვებული, თუმცა, 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ და ამ დროიდან მოყოლებული, როგორც მთლიანად რაჭაში, ისე კონკრეტულად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ტურიზმის, მევენახეობის, თუ სხვა მიმართულებებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განხორციელდა.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც საბოლოოდ, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის ხარისხის ზრდისკენ არის მიმართული. თქვენთან ერთად მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ჩვენ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელთა დაძლევით არა მხოლოდ რაჭა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, არამედ მთელი საქართველო ბევრად უფრო წარმატებული და განვითარებული იქნება“, - თქვა კალაძემ.