მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისი-კოპენჰაგენის ბილეთის ფასი 109 ლარიდან იწყება

644a28414f403
მარიამ ვარადაშვილი
27.04.23 11:49
2017
დღეს ცნობილი გახდა, რომ Wizz Air ქუთაისის აეროპორტში მეოთხე ბაზირებულ ავიახომალდს ამატებს.

მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის დეკემბრიდან შესრულდება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე და ფასი 109 ლარიდან იწყება.

ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს. ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით შესრულდება. ბაზირებული ავიახომალდის დამატება ქუთაისის აეროპორტში გაზრდის რეისების რაოდენობას 28-მდე და დამატებით სიხშირეებს გახდის ხელმისაწვდომს ათენის, ბარსელონის, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, მილანის, პარიზის, პრაღისა და რომის მიმართულებით.

საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისის აეროპორტიდან სრულდება. 2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის ბოლომდე კი ქუთაისის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები