მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში 40 000 დოლარის უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა

6137674040835
ინგა მურუსიძე
07.09.21 17:28
1572
საბაჟო გამშვებ პუნქტში - "ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქის მ.პ.-ს ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად 40 000 აშშ დოლარის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 12 459.2 ლარის (არადეკლარირებული თანხის 10 %) ოდენობით.