მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფულის გათეთრება და დიდი ოდენობით გადასახადების დამალვა"- საგამოძიებო სამსახური კაზინო "აჭარაზე"

647de0b06c0b2
BM.GE
05.06.23 17:16
10584
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამორინე "აჭარაში" საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით.

გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ამჟამად მიმდინარეობს (ჩატარდა) შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

საზოგადობრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები